საჭიროა 8459 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
მართვის მოწმობის მეორე ტურზე გასასვლელი თანხის შემცირება
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გათვალისწინებით, გთხოვთ მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე გასვლის თანხა შემცირდეს შესაძლებელ მინიმუმამდე.
მოგეხსენებათ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდა კანონი, რის საფუძველზეც მართვის მოწმობის აღება ხდება ორ ეტაპიანი. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ავტომობილის ქალაქში-რეალურ პირობებში მართვას, აღნიშნულს მივესალმები, ვინაიდან მსურველები გაცილებით მოტივირებულები და მომზადებულები გავლენ გამოცდაზე და საბოლოო ჯამში საქართველოს მასშტაბით მეტად დახვეწილი მძღოლები იმოძრავებენ.
განსხვავებული პოზიცია მაქვს მეორე ეტაპის გადასახადთან დაკავშირებით, მეორე ეტაპზე გეგმიური გასვლა 90 ლარი ღირს, და არა გეგმიური 160 ლარი, რაც ვფიქრობ, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, შეუსაბამოა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გადაიხედოს კანონი და შესაძლებლობის შემთხვევაში მინიმალურ თანხამდე დავიდეს მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე კანდიდატის გასვლა.