საკონტაქტო ინფორმაცია
დაპაუზდეს სესხები და დაწესდეს საგადასახადო შეღავათები

საჭიროა 4451 ხელმოწერა

549
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

დაპაუზდეს სესხები და დაწესდეს საგადასახადო შეღავათები

კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების საფრთხის დაძლევის მიზნით ამ დროისათვის ქვეყანაში ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები და დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, რის გამოც:

-         ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესს და შესაბამისად იქ დასაქმებულ პირებს აღარ აქვთ შემოსავალი;

-         გაცემულია კაფეების, რესტორნების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვის რეკომენდაცია;

-         მეწარმეები გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე;

-         რიგი დაწესებულებები (მაგ: ესთეტიკური ცენტრები; ტრენინგ ცენტრები და სხვა) სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით ვერ ახერხებენ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას და არიან დახურვის საფრთხის წინაშე;

-         თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლები, მცირე ზომის სალონებში დასაქმებულები და ყველა ის პირი, რომელიც დღიურად იღებდა შემოსავალს, რჩებიან შემოსავლების გარეშე;

-         შიდა თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით მნიშვნელოვნად უფასურდება ეროვნული ვალუტის კურსი

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სესხების დაპაუზება და საგადასახადო შეღავათების დაწესება, შესაბამისად ჩვენ, წინამდებარე პეტიციის ხელისმომწერნი მივმართავთ საქართველოს მთავრობას და ვითხოვთ:

-         საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით განიხილოთ სესხების დაპაუზების საკითხი ყველა გამსესხებლის მხრიდან, ისე რომ არ მოხდეს: ა) დაპაუზების პერიოდში პროცენტის დარიცხვა; ბ) დაპაუზების პერიოდში დასარიცხი პროცენტის ძირ თანხაზე დამატება და შემდეგ გაერთიანებულ თანხაზე ერთიანი პროცენტის დარიცხვა; გ) პროცენტზე პროცენტის დარიცხვა;

-         სესხების დაპაუზება გავრცელდეს ყველა ფიზიკურ პირზე და მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტებზე;

-         სესხების დაპაუზება გავრცელდეს ვადაგადაცილებულ და აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებულ ვალდებულებებზეც;

-   დაწესდეს საგადასახადო შეღავათები, კერძოდ ა) ფიზიკური პირები; ბ) ფიზკური პირები, რომლებიც გათანაბრებულნი არიან მეწარმეებთან; გ) მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტები პანდემიის პერიოდში გათავისუფლდნენ საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ავტორები:

მარიკა არევაძე

ნიკოლოზ ფხალაძე

სალომე გორგოძე

თამარ ბერძნიშვილი

კოტე ებრალიძე

ლიკა ოდიშარია მგალობლიშვილი

სვეტლანა მსხვილიძე

ნიკა ოქრიაშვილი 

სულხან კაპანაძე

მარი ნიქაბაძე

თამარ ალანია

გვანცა კვარაცხელია

ნათია ხარაზიშვილი

მარიამ გელაშვილი

ლალი ქარელი

ლაშა სტურუა