საჭიროა 9781 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
გუდაურის ინფრასტრუქტურული განვითარება
ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და საკმაოდ აქტიურად ვითარდება ჩვენი ქვეყანა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.
ძალიან მისასალმებელი და სასიხარულოა შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ განხორციელებული აქტივობები, განსაკუთრებით გუდაურში ჩატარებული სამუშაოები, რომლებმაც რეალურად სულ სხვა გუდაური დაგვახვედრა 2018/2019 წლის ზამთრის სეზონისთვის.
თუმცა, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ძალიან მტკივნეულ პრობლემებად რჩება საკითხები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ურტყამს კურორტის რეპუტაციასა და შესაბამისად ტურისტების ჩამოსვლის სურვილს.
გუდაურში არსებული სიტუაცია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არის საშინელება. ვიზიტორთა თავშეყრის ადგილების მოუწესრიგებლობა, ტუალეტების არ არსებობა, ან უარესი, ისეთ მდგომარეობაში არსებობა რომ მსოფლიოს დასაცინები ვხდებით. გაუთავებელი საცობები, რომლებიც გამოწვეულია ტრანზიტული ტრაილერების გაუთავებელი ნელი მოძრაობითა და ნახევარი სავალი გზის მათ საპარკინგე ადგილად გამოყენებით. ასევე, პარკირების შესაძლებლობის არ არსებობა, განსაკუთრებით ახალი გუდაურის ტერიტორიაზე ჯერ მიღწევა და შემდეგ საპარკინგე ადგილის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოვითხოვთ:
1. ტრაილერების მოძრაობის საათები მკაცრად განისაზღვროს და არ ემთხვეოდეს გუდაურის ვიზიტორთა ძირითადი ნაკადის მოძრაობის დროებს.
2. სრულად აეკრძალოთ ტრაილერებს შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება.
3.გამოიყოს და გაკეთდეს ტრაილერების პარკირების ადგილი, რომელიც არ დაემთხვევა სავალ გზას.
4. საბაგიროებთან და დამსვენებელთა თავშეყრის ადგილებთან დაიდგას გამართულად მომუშავე და სუფთა ტუალეტები
5. გუდაურში არსებულ სამშენებლო კომპანიებს, განსაკუთრებით ახალ გუდაურში მოქმედ კომპანია რედკოს მოეთხოვოს ყველა კორპუსის საპარკინგე, თუნდაც ფასიანი ადგილებით უზრუნველყოფა.
6. ზოგადად მეტი ყურადღება დაეთმოს გუდაურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მხოლოდ საბაგიროების განახლება/დამატება და ახალი ტრასის მიმატება არ კმარა იმისათვის რომ კურორტი განვითარდეს.
აუცილებელია ამ მინიმალური მოთხოვნების სასწრაფოდ შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვრჩება არაჩვეულებრივი საბაგიროებისა და ტრასების მქონე, თუმცა სრულიად ცარიელი კურორტი, რომელსაც რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტად ჩამოყალიბებისა.