საკონტაქტო ინფორმაცია
რეპრესირებულთა ხსოვნის მემორიალი

საჭიროა 993 ხელმოწერა

7
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

რეპრესირებულთა ხსოვნის მემორიალი

                                     რეპრესირებულთა ხსოვნის მემორიალი

 

საქართველოს ხანგრძლივი სისხლიანი ისტორიის მანძილზე, საბჭოთა პერიოდის რეპრესიები თავისი მასშტაბითა და სისასტიკით, უდანაშაულო ადამიანთა წამებისა და მოკვდინების მეთოდებისა და ფორმების გათვალისწინებით, უპრეცედენტო და  შემზარავია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საბჭოთა რეჟიმის რეპრესირებულთა ხსოვნა არა მხოლოდ მათი ოჯახების წევრების გონებასა და გულს შემოუნახავს, არამედ მართლაც სრულიად საქართველოს (მცირედი გამონაკლისით, ძირითადად ამ სისხლიანი პოლიტიკის მხარდამჭერთა და რეპრესიული სახელმწიფო მანქანის „მოღვაწეთა“, წამების აღმსრულებელ ჯალათთა გარდა). საბჭოთა პერიოდის რეპრესიების საერთო მსხვერპლი ძალზე დიდია, მთლიანად ყოფილ საბჭოეთში და განსაკუთრებით ურჩ, თავისუფლებისა და და დaმოუკიდებლობის მოყვარულ - საქართველოში! შეიძლება ითქვას, რომ ამ ულმობელმა საბჭოთა რეპრესიების წლებმა, ქართველი ერის უდანაშაულო, საუკეთესო ნაწილი იმსხვერპლა, (სხვადასხვა შეფასებით რეპრესირებულთა საერთო რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობასაც გადააჭარბა) მეცნიერთა, ხელოვანთა, მწერალთა, მასწავლებელთა და  ინჟინერთა თუ აგრონომთა, სამღვდელოების და საზოგადო მოღვაწეთა, უბრალო მშრომელი გლეხისა და მუშების  სახით.

 შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ მძიმე დაღი დაასვა არა მხოლოდ უშუალოდ რეპრესირებულებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელთაც არც ამ დანაკლისის და არც ამ ისტორიეული უსამართლობის მიმართ ღრმა სინანულისა და პროტესტის განცდა არ განელებია დღემდე. ისიც დიდი უსამართლობაა, რომ რეპრესიებულების ხსოვნის სამარადისოდ დასამკვიდრებლად მათი სახელის სადიდებლად და სრულიად ეროვნული სინანულის გამოსახატად დღემდე რამდენამდე მასშტაბური  ძეგლი, მონუმენტი, სამახსოვრო სტელა ან ობელისკი არ აღმართულა. მაშინ როდესაც პომპეზურად გაიხსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, საბჭოთა რეჟიმის რეპრესირებულთა ხსოვნის მემორიაური კომპლექსის არქონა ამ პირობებში,  მართლაც დიდი უსამართლობაა.

გვინდა ამ კიდევ ერთი ისტორიული უსამართლობის გამოსწორების მიზნით მოგმართოთ საქართველოს მთავრობას თხოვნით, აღასრულოთ სრულიად საქართველოს პატრიოტული მოთხოვნა საბჭოთა რეჟიმის რეპრესირებულთა ხსოვნის პატივსაცემად მასშტაბური მემორიალური კომპლექსის, ობელისკის დადგმის შესახებ. ჩვენი აზრით, ეს ობელისკი თუ მემორიალი იმ ორ ადგილას უნდა დაიდგას სადაც ყველაზე მასიურ დახვრეტებს ჰქონდა ადგილი,  ვაკის პარკსა თუ კრწანისში. რადგან ვაკის პარკი ტრადიციულად უცნობი ჯარისკაცისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიელური კომპლექსის ადგილია, ჩვენი აზრით, ქალაქის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, თბილი-რუსთავის მაგისტრალთან, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია ასეთი მასშტაბური მემორიალური კომპლექსისათვის იდელაური ადგილია.

დასასრულ, გვინდა გამოვხატოთ რწმენა, რომ ქართული საზოგადოების მრავალი თაობის ადამიანების სურვილი აღსრულდება და თქვენ, საქართველოს მთავრობა, ამ დიდი მამულიშვილური საქმის გადაწყვეტას არ დააკლებთ მცდელობას, შრომასა და რუდუნებას.

პატივისცემით, გიორგი ცაგარელი