საკონტაქტო ინფორმაცია
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, მიმართვა ემიგრანტებისგან.

საჭიროა 4893 ხელმოწერა

107
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, მიმართვა ემიგრანტებისგან.

ბატონო პრემირ-მინისტრო, დიდი მოწიწებითა და პატივისცემით, მოგიწოდებთ უცხოეთში მყოფი ქართველები.

გთხოვთ გულის-ყური დაუგდოთ ჩვენს თხოვნას და მიიღოთ სასწრაფო ზომები, საგზაო წესებთან დაკავშირებით.

აღინიშნება რომ უამრავი ადამიანი ემსხვერპლება ყოველ წლიურად ავტო-კატარსტროფებს, ეს ერთ-ერთ ყველაზე მკტივნეული თემაა ჩვენს რეალობაში.

უწესრიგობას ეწირება ადამიანები.

აუცილებელია ჩატარდეს მაშტაბური მობილიზაცია, გაიმართოს საჯარო შეხვედრები და საუბრები ამ საკითხთან დაკავშირებით.

მოწესრიგებული იქნას საგზაო მანიშნებლები, რომელიც იშვიათად თუ შეგვხვდება გზაზე.

მოხდეს დიდი გავლენა საგანმანათლებლო სტრუქტურებზე.

გამკაცრდეს მართვის მოწმობის მინიჭების წესები.

აღდგეს უწინდელი პროექტი ქულებიანი მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.

გახშირდეს სატელევიზიო რეკლამები, ასევე ქუჩებში რათა ხალხმა გაითავისოს და რეალურად აღიქვას საშიშროება, კანონის დარღვევის წინაშე.

აუცილებელია თავად სამართალ დამცველებისგან გამოჩენილი იყოს დიდი სიფრთხილე და ყურადღება. პირნათლად შეასრულონ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები, რათა ხალხისთვის სამაგალითონი გახდნენ.

ამ პრობლემის სათავეში დამნაშავე არავინ არის, გარდა ჩვენს ქვეყანაზე დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებისა.

ეს ის საკითხია, რომელიც მთავრობის უშუალო ჩარევით უნდა მოგვარდეს.

ჩვენ გვჯერა რომ საქართველოს ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა პრიურიტეტული საკითხებისთვის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ამ საკითხის გადაჭრით უამრავ პრობლემას დაესმევა წერტილი.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ გულგრილად არ ჩაივლის ჩვენი მობილიზაცია და აუცილებლად დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და კეთილ-დღეობაში.

<!--EndFragment-->