საკონტაქტო ინფორმაცია
1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით დღეები, გამოცხადდეს უქმე დღეებად.

საჭიროა 57 ხელმოწერა

743
800
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით დღეები, გამოცხადდეს უქმე დღეებად.

ევროპის ქვეყნებში (არამარტო) შობიდან ახალ წლამდე პერიოდი არის ოფიციალური უქმე დღეები, ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპისთვის. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ორიენტირებული არის იმაზე, რომ გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილა, ვიღებთ უამრავ მაგალითს, ვცდილობთ ჩვენს კანონმდებლობაში ავსახოთ ევროპული გამოცდილება.

 

გამომდინარე იქიდან რომ მარლთმადიდებლური კალენდრით, შობა არის 7 იანვარს, ევროპული და ამერიკული საშობაო დასვენების დღეები, შეგვიძლია გადმოვიტანოთ 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით. 

 

1 და 2 იანვარი დასვენების დღეებია, დასვენების დღეა 7 იანვარიც, უარეს შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს დამატებით 4 არასამუშაო დღის დამატება კალენდარზე, რაც სულაც არ არის დიდი დრო, თუ ისე მოხდება, რომ 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით 2 დღე დაემთხვევა შაბათ-კვირას, გამოვა რომ სახელმწიფოს არა თუ 4 არამედ 2 არასამუშაო დღის დამატება უწევს ამ კონკრეტულ წელს, 1 იანვრიდან 7 იანვრამდე პერიოდში კი შეუძლებელია არ მოხდეს 2 უქმე დღე (შაბათკვირა).

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა 1-დან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდი გამოცხადდეს უქმე დღეებად.