საკონტაქტო ინფორმაცია
მოხდეს თემურ სამარღანიშვილის სასჯელის გადავადება ან მისი შეწყალება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო!

დასრულებული

3002
3000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს სახალხო დამცველი

მოხდეს თემურ სამარღანიშვილის სასჯელის გადავადება ან მისი შეწყალება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო!

პატიმარი თემურ სამარღანიშვილი, რომელიც დაკავებულია 2019 წელს ყაჩაღობის ბრალდებით, სასჯელს იხდის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში. 2023 წელს მას აღმოაჩნდა თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც აღმოჩნდა ძალიან დაგვიანებულ. გაუკეთდა ორი ოპერაცია, 9 ქიმიოთერაპია რომელსაც ჰქონდა 0% შედეგი, ამას ადასტურებს ყველანაირი კვლევა თავის CD-დისკებით. ექიმები რომლებსაც ასეთი პაციენტი არასდროს ყოლიათ ვარაუდის დონეზე აგრძელებენ მის "მკურნალობას" რომელსაც შედეგი არ აქვს. წამლებს ოჯახის წევრები ვუგზავნით, პატიმარი კი უმძიმეს დღეშია, საჭიროებს ყავარჯენს, ჟანგბადს, ვერ გადის მკურნალობის ზუსტ კურსს და ამით მის სიცოცხლეს საფრთე უფრო მეტად ემუქრება. მოსალოდნელია დადგეს უმძიმესი შედეგი. ვითხოვთ თემურ სამარღანიშვილის (დაბ. თარ. 26/06/1999) (პ.ნ. 01019078954)  სასწრაფოდ სასჯელელის გადავადებას, შეწყალებას და მის განთავისუფლებას! პატივისცემით პატიმრის მეუღლე.