საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს საპატრიარქომ დაგმოს ცხოველებზე ძალადობა და მსგავსი ფაქტი გამოაცხადოს ცოდვად!

საჭიროა 249968 ხელმოწერა

32
250000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ დაგმოს ცხოველებზე ძალადობა და მსგავსი ფაქტი გამოაცხადოს ცოდვად!

საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მოსახლეობის 70%-ზე მეტი თავს მორწმუნედ მიიჩნევს. ამის ფონზე, კატასტროფული ვითარებაა ქვეყანაში ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ ცხოველებზე ზრუნვა არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ  ჯერ კიდევ ბიბლიით გაწერილი ვალდებულებაა და არა არჩევანი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ როდესაც ღმერთმა ედემის ბაღი შექმნა, ადამს დაავალა ამ ბაღში არსებული ცხოველებისთვის სახელები დაერქმია. უფრო მეტიც, ის რომ ღმერთმა ადამიანებს ცხოველებზე ზრუნვა დაგვავალა ეს ნოეს კიდობნის ისტორიაშიც ჩანს, როდესაც ღმერთმა ნოეს ყველა ცხოველსა თუ ფრინველზე ზრუნვა დაავალა და მათი გადარჩენა.

ეგზოდუსის თავში აღწერილია, რომ ცხოველებს პატივისცემითა და მზრუნველობით უნდა მოვეპყროთ. მაგალითად, ღმერთის შაბათის დღეს, არათუ ადამიანი, ცხოველიც უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი სამუშაოსგან (Exodus 20:8), რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ ბიბლიაშია განსაზღვრული ცხოველთა უფლებები და მათდამი პატივისცემის აუცილებლობა.

გენეზისის თავში, ცხოველთა დასახიჩრება, მათი კიდურების ან სხვა სხეულის ნაწილების დაზიანება დაუშვებელია (Genesis 9:3-4). ამავე თავში ვკითხულობთ, რა არის სამოთხე. ბიბლიაში სამოთხე აღწერილია როგორც ადგილი სადაც ცხვარი და მგელი ერთად თანაცხოვრობენ; ლეოპარდსა და ბავშვს ერთად სძინავთ, ასევე ხბოსა და ლომის ბოკვერს; შესაბამისად, ცხოველები სამოთხის განუყოფელი ნაწილნი არიან. ჩნდება კითხვა, თუ ჩვენ გვწამს ღმერთის და გვსურს მომავალში დავიმკვიდროთ ადგილი სამოთხეში, როგორ უნდა მოხერხდეს ეს, არ ვიზრუნოთ ცხოველებზე ამ ცხივრებაში მაგრამ მათთან თანავიცხოვროთ გარდაცვალების შემდეგ? პასუხი მარტივია. სამოთხე არ არსებობს ცხოველების გარეშე, შესაბამისად ცხოველების მოძულე ადამიანი ვერასდროს დაიმკვიდრებს სამოთხეში ადგილს.

რა არის აღნიშნული პეტიციის მიზანი? ცნობიერების ამაღლება!! იმის ფონზე რომ ქვეყნის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თავს რელიგიურად თვლის, ამავდროულად არ აქვთ წარმოდგენა თუ რა პასუხისმგებლობებს აკისრებთ მათ ბიბლია და ღმერთი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს საოატრიარქოს, საჯაროდ დაგმოს ცხოველებზე ძალადობის ყველა ქმედება, გამოაცხადოს იგი ბოროტებად და მოითხოვოს მისი აღკვეთა. ასევე,  მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბიბლიის ზემოთ წარმოდგენილი თავების შესახებ ხალხში ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული პეტიცია, საქართველოს საპატრიარქოს გარდა, გადაეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც, რათა გაატაროს შესაბამისი რეფორმები და დაწყებით კლასებში შეიტანოს საგანი, რომელიც ბავშვებს ცხოველებისადმი სიყვარულს ჩაუნერგავს. 

მე, გია მოსაშვილი, პეტიციის ავტორი, სხვა ცხოველთა უფლებადამცველებთან ერთად, ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა დასრულდეს ქვეყანაში ცხოველთა წამება, ქუჩაში გაგდება და შიმშილი, რაც, პირველ რიგში, რელიგიისა და ბიბლიის შეურაცხყოფაა!


ჰარვარდის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სტუდენტი; სამოქალაქო აქტივისტი; ცხოველთა უფლებადამცველი;

ვრცლად