საკონტაქტო ინფორმაცია
დაწესდეს რეგულაცია მცირეწლოვანი ბავშვის მანქანით გადაადგილებაზე

საჭიროა 478 ხელმოწერა

22
500
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს სახალხო დამცველი

დაწესდეს რეგულაცია მცირეწლოვანი ბავშვის მანქანით გადაადგილებაზე

დღესდღეობით ქვეყანაში არსებული ავტოსაგზაო წესები არ ითვალისწინებს ბავშვების უსაფრთხოებას, სტატისტიკა ძალიან სამწუხაროა, ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევებში იღუპება 20-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და დაშავებულთა რაოდენობა დაახლოებით 500-ია.

აუცილებელია დაწესდეს რეგულაციები მცირეწლოვანი ბავშვის მანქანით გადაადგილებასთან დაკავშირებით, მკაცრად გაკონტროლდეს და დაწესდეს სოლიდური ჯარიმები.

3-4 წლამდე ბავშვის (ბავშვის აღნაგობისა და წონიდან გამომდინარე) ავტომობილით გადაადგილება რეკომენდებულია უკანა სავარძელზე მოძრაობის საპირისპიროდ დამაგრებული სამგზავრო სავარძლით. 3-4 წლის შემდეგ ბავშვმა უნდა იმგზავროს სამგზავრო სავარძლით მოძრაობის მიმართულებით ან ასამაღლებელი სავარძლით, რომელიც იმ სიმაღლეზე იქნება დამონტაჟებული, რომ უკანა ღვედი ბავშვის ყელს ქვემოთ დაფიქსირდეს. სავარძლის გარეშე მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკანა საშტატო ღვედი ბავშვის ყელს ქვემოთ მოხვდება. ამ წესების დაცვა უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და დარღვევის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლს დაეკისროს ჯარიმა. ეს რეგულაცია აუცილებელია ბავშვების უსაფრთხოებისთვის, სამგზავრო სავარძელი 80% შემთხვევაში იცავს ბავშვს მძიმე დაზიანებებისგან. 

https://www.healthychildren.org/English/safety-prevention/on-the-go/Pages/Car-Safety-Seats-Information-for-Families.aspx?fbclid=IwAR128rAHT_3NMRjapz1OXU9Bb9d0a285uR74kfGqA1o9EVyVjoxV64NnB4A

https://kidshealth.org/en/parents/auto-baby-toddler.html?fbclid=IwAR3u9Wegnoerj3ZbbmHcHKPchaLthVq6MQq7VXu-_XyB9Zx-Ak0xwkIjxVg

https://www.nhtsa.gov/equipment/car-seats-and-booster-seats?fbclid=IwAR2WM9wmcar-85k5Iem0r_kJdi5xm_uD0wD02GrT1N_Qw6KM1EvcOeoSOC4