საკონტაქტო ინფორმაცია
არა ეზოს გაყიდვას

საჭიროა 885 ხელმოწერა

115
1000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს მთავრობა

არა ეზოს გაყიდვას

არ მიეცეს შპს პრაიმ არქის უფლება ვითომ ხალხის ნებიდან გამომდინარე ეზოში გაყიდონ გარე საპარკინგე ადგილები, ვინაიდან თითოეული მაცხოვრებელი ბინის შეძენის მომენტში ინფორმირებული იყო, რომ გარე საპარკინგე ადგილები იყო ყველასთვის და იგი არ იყიდებოდა. პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად კი უბრალოდ არ შემოუშვან ეზოს ტერიტორიაზე უცხო მანქანები. უკვე რამდენიმე დღეზე მეტია ვხედავთ რომ ეს დახაზული საპარკინგე ადგილები ცარიელია, მაცხოვრებლებს კი ხან სად უწევთ მანქანის გაჩერება და ხან სად. კორპუსის სადარბაზომდე მისასვლელად გზაში ცხრათავიანი გველეშაპის მოკვლა არ უნდა იყოს საჭირო. ასევე მოვითხოვთ, რომ შშმ პირთათვის ცალკე მოწესრიგდეს შესაბამისი ნიშნით აღნიშნული მანქანის სადგომი, რათა გათვალისწინებულ იქნეს შშმ პირთა ინტერესებიც. საბოლოო ჯამში ჩვენ, ხელმომწერნი, მოვითხოვთ ეზო პირველადი შეთანხმების/დაპირების მიხედვით გახდეს არქი ისანის მაცხოვრებელთა საერთო საკუთრება და არ დაკანონდეს საპარკინგე ადგილები გასაყიდად და გათვალისწინებულ იქნეს შშმ პირთა ინტერესები.