საჭიროა 1819 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
მოვითხოვთ შუმბა ლენდში ცხოველების ფორმის ურნების შეცვლას
ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია:
· მუხლი 2
ყველაცხოველს აქვს უფლება, მოეპყრან პატივისცემით;
· მუხლი 3
არცერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს სასტიკად;
· მუხლი 10
საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
ვინაიდან დღეს ჩვენ ქვეყანაში სულ მეტად იკვეთება ცხოველთა მიმართ მომხმარებელი და სასტიკი და მოკიდებულება.
იმის ფონზე, რომ სახელმწიფო არ იჩენს ინტერესს, ჰქონდეს სრულყოფილი კანონმდებლობა და გააჩნდეს საგანმანათლებლო სტრატეგია ახალგაზრდა თაობის ცხოველებისადმი ჰუმანური და ჰარმონიული დამოკიდებულების დასამკვიდრებლად, რაც იწვევს სისასტიკის და აგრესიის მატებას დაუცველი არსებების მიმართ, დაუშვებლად მიგვაჩნია ვაკის პარკში, “შუმბალენდ”-ის ტერიტორიაზე განთავსებული ცხოველების ფიგურების გამოყენება ნაგვისურნებად.
ცხოველებისადმი სისასტიკე უშუალო კავშირშია ადამიანისადმი სისასტიკესთან და მისი პროფილაქტიკა საჭიროა ადრეული ასაკიდან. ბავშვი ცხოველებისადმი სიყვარულით უნდა იზრდებოდეს, ცხოველების ფორმის "საყვარელი" ურნები კი ვერჩაითვლება კარგ პედაგოგიურ იდეად. გაუგებარია, რატომ უნდა ჩატენო საყვარელ არსებას პირში ნაგავი, სიგარეტის ნამწვები და აშ. ამ გზით პატარა ბავშვი ეჩვევა ცხოველებთან უდიერად მოპყრობას და ასეთი ქცევის წაქეზება მიუღებელია ქალაქის მმართველობის მხრიდან.
ასევე საყურადღებოა, რომ ბავშვებს სათამაშოდ და გასართობად მოსწონთ ეს ურნები, ისინი ეხუტებიან სიგარეტის ნამწვებითა და ნარჩენებით ამოვსებულ ცხოველების ფიგურებს, რაც არაჰიგიენურია.
კატეგორიულად მოვითხოვთ არსებული ნაგვის ყუთების დემონტაჟს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების საკეთილდღეოდ უმჯობესია, ჩაანაცვლოთ ისინი სხვა ფორმის კონტეინერებით, რომლებსაც არ ექნება უარყოფითი გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე.
ცხოველთა უფლებების კომიტეტი
ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი“
პარტიზანული მებაღეობა
დემოკრატიული ინსტიტუტი
ააიპ. ფისომოყვარულთა კლუბი
ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონიტი