საკონტაქტო ინფორმაცია
ამბროლაურის ბაღის შენარჩუნება

საჭიროა 99 ხელმოწერა

1
100
ადრესატი:
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია

ამბროლაურის ბაღის შენარჩუნება

ჩვენ ვართ ამბროლაურის საბავშვო ბაღის აღსაზრელების მშობლები. გვსურს რომ ბაღმა არ შეიცვალოს ლოკაცია (ამჟამინდელი ლოკაციიდან არ გადავიდეს ქვაბტკრის ტერიტორიაზე) და ამის ნაცვლად მოხდეს ახლანდელი ბაღის რეაბილიტაცია. პეტიცია დამთავრდება 2023 წლის 30  აგვისტოს, ამის შემდეგ შემოდგომას მივმართავთ მერიას, რათა შემდეგი წლის ბიუჯეტში მოხდეს ამის გათვალისწინება და 2024 წლის ზაფხულში მოხდეს ბაღის გარემონტება.

 

საბავშვო ბაღის გადატანა, მშობლებს, განსაკუთრებით დედებს შეუქმნის პრობლემას – რამდენიმე კილომეტრით დაუგრძელებს გზას, ხშირ შემთხვევაში სამსახურებიდან ან სახლიდან. ამასთანავე, ქვაბტკარში, სადაც ბაღის გადატანას გვთავაზობენ, აუცილებლად გასათვალისწინებელია გარემო ფაქტორების პრობლემურობა: ნაგავსაყრელი, ბლოკის ცეხი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ რისკების გათვალისწინებით უმჯობესია საბავშვო ბაღის არსებულ ლოკაციაზე დატოვება და გაუმჯობესების მიზნით მისი რეაბილიტაცია. 


ჩვენ ვართ ამბროლაურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები. 

ვრცლად