საჭიროა 976 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
მოწესრიგდეს დიდუბის მეტროსადგური! დარეგულირდეს საქალაქთშორისო ტრანსპორტის მოძრაობა!
ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაც ჩვენს დედაქალაქს აქვს, არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების რეგულირება, მოუწესრიგებელი და უსუფთაო ავტოსადგური.
პირველ რიგში მოწესრიგდეს სადგურის ინფრასტრუქტურა, რომ მოეწყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად!
დღის განმავლობაში ავტოსადგურზე ასობით ადამიანი მოძრაობს. ასეთ ხალხმრავალ გარემოში აუცილებელია იყოს მოწესრიგებული , სუფთა , ჯანსაღი გარემო და არა ისეთი დაბინძურებული, სრულიად უწესრიგო, როგორიც დღეს არის.
საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე სახელმწიფოს ჩართულობა, კონტროლი და რეგულაცია აუცილებელია. აუცილებელია შემოწმდეს როგორც ტრანსპორტის გამართულობა, ასევე მძღოლის კომპეტენტურობა.
დარეგულირდეს რეისების განრიგი, უნდა არსებობდეს განრიგით გასვლა და არა ე.წ შეივსება და გავიდა. კონკრეტულ საათზე იყოს მიბმული კონკრეტული რეისი.