დასრულებული
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ოჯახის წევრის გარდაცვალება და ბავშვის დაბადება აღარ გახდეს საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი
არ შეიძლება, ადამიანის გარდაცვალება ან ბავშვის დაბადება, გახდეს სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი. ამჟამად არსებული მახინჯი სისტემით ოჯახს, სოციალური დამხარება პრაქტიკულად 3-4 თვით უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან ოჯახში ბავშვი დაიბადა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ადამიანების აბუჩად აგდება. ეს ოჯახები მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ვეღარ იღებენ საარსებო შემწეობას და იძულებულნი არიან აიღონ ვალები/სესხები...ეს პატარა გოგო სალომე მამუდოვია, მას საარსებო შემწეობა 4 თვით შეუჩერდა სწორედ იმის გამო რომ დედა გარდაეცვალა. ბოლო 16 თვის განმავლობაში 11075 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობა ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, გაითვალისწინოს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოასწოროს სისტემაში არსებული ხარვეზი.