საჭიროა 53 ხელმოწერა
ადრესატი:
- მისტერ ჯეკი
მოვითხოვთ მისტერ ჯეკის დაბრუნებას ინტერნეტსივრცეში
უკვე მერვე თვეა, რაც ანონიმური ბლოგერი, მისტერ ჯეკი მოულოდნელად გაქრა ინტერნეტსივრცედან და მისი ჩანაწერების მკითხველი მხოლოდ სხვადასხვა ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებზე გამოქვეყნებული ციტატებით საზრდოობს. გარდა მისტერ ჯეკის ბლოგ-პოსტების აღდგენის მოთხოვნისა, პეტიციის ხელმომწერებს გვაინტერესებს, თუ რა მდგომარეობაშია ახლა გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგერი.
ქვეყნაში შექმნილი დაძაბული ფსიქოლოგიური ვითარების ფონზე, პეტიციის ხელმომწერები ანონიმურ ბლოგერს ვთხოვთ, რომ აღადგინოს ბლოგი, რადგან მის ჩანაწერებზე თაობები უნდა გაიზარდონ. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ნათქვამია. ჩვენთვის კი ეს მერცხალი სწორედ მისტერ ჯეკი იყო, რომელსაც ჰქონდა უნარი, რომ ერთი ჩანაწერით გაზაფხულიც მოეყვანა და მკითხველის განწყობაც შეეცვალა უკეთესობისკენ. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჯეკის ჩანაწერები აუცილებლად უნდა აღდგეს და მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ბლოგზე განთვსდეს ახალი პოსტებიც.