საკონტაქტო ინფორმაცია
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა საჯარო სექტორში დაინერგოს სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამები 16-35 წლის ასაკის ახალგაზრდებისათვის და გახდეს ხელმისაწვდომი კარიერული განვითარება მათთვის.

საჭიროა 2765 ხელმოწერა

235
3000
ადრესატი:
  • აჭარის მთავრობა
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა საჯარო სექტორში დაინერგოს სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამები 16-35 წლის ასაკის ახალგაზრდებისათვის და გახდეს ხელმისაწვდომი კარიერული განვითარება მათთვის.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა საჯარო სექტორში დაინერგოს სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამები 16-35 წლის ასაკის ახალგაზრდებისათვის და გახდეს ხელმისაწვდომი კარიერული განვითარება მათთვის.

დღესდღეობით,  ახალგაზრდების 32-35% დაუსაქმებელია. პანდემისაას 75,000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, რაც კიდევ უფრო ამწვავებს უმშევრობის პრობლემას. ჩვენს ქვეყნაში, ადამიანთა დიდ ნაწილს ძალიან ბუნდოვნად აქვს წარმოდგენილი თანამედროვე სამყაროში სამუშაოს საზღვრები, და ამასთანავე, დასაქმების შესაძლებლობები, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  ელემენტია ადამიანის  ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის.

მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია გვესმოდეს, რომ არც ჩვენ მიერ მიღებული სტანდარტული განათლება, არც დროის ორგანიზების ტრადიციული მოდელები არ იძლევა ჩვენ წინაშე  არსებული ახალი მოთხოვნების ეფექტურად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

"შექმენი და დასაქმდი“  არის საინიციატივო ჯგუფის ,,ახალგაზრდები დასაქმებისთვის“ და ,,საზოგადოებრივი მოძრაობა ტრეინინგ პროგრამის“ (CAT Program) კურსდამთავრებული, ლია ფუტკარაძის მიერ შემუშავებული კამპანია, რომლის  მიზანია სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამების დანერგვა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მობილიზებული ახალგაზრდა გუნდთან ერთად -  აჭარის რეგიონში. „ახალგაზრედბი დასაქმებისთვის“ მოთხოვნაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ყველა საჯარო სექტორში დაინერგოს სტაჟირებისა და პროფესიული მოხალისეობის პროგრამები ახალგაზრდებისათვის და გახდეს ხელმისაწვდომი კარიერული განვითარება მათთვის. ძალიან მნიშვნელოვანია პროფ-ორიენტაციის, როგორც ახალგაზრდების სწორი, შეუქცევადი განვითარების პრე-რეკვიზიტის, ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდა.

ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია სრული პასუხისმგებლობა და შესაძლებლებლობა დასაქმების რეალური პოლიტიკების შემუშავებისა, ხოლო ახალგაზრდებს სრული ლეგიტიმაცია გაგვაჩნია მოვითხოვოთ ხელშეწყობა და დახმარება კარიერული განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის.

ეს მანიფესტი გამოხატავს  ,,ახალგაზრდები დასაქმებისთვის“  მნიშვნელოვან ძალასა და დასაყრდენს, რათა ერთობლივად შევძლოთ დავნერგოთ სასარგებლო ცვლილებები ჩვენს გარშემო.

თუ თქვენ გსურთ, რომ გახდეს ხელმისაწვდომი დასაქმება და დასაქმების შესაძლებლობები თქვენთვის და ახალგაზრდებისთვის, გთხოვთ, მოაწეროთ ხელი მანიფესტს.