საჭიროა 447 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
საავიაციოში გამოცდები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში!
ვითხოვთ რომ ფინალური გამოცდები ჩატარდეს დისტანციურად შემდეგი მიზეზებისდა გამო:
1. ქართული რეალობიდან გამომდინარე ოჯახებში ყველას გვყავს ხანში შესული ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობა მათ გარდა ჩვენზეცაა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა რომ უნივერსიტეტი შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ვირუსით დაინფიცირების ალბათობა მაინც საკმაოდ მაღალია, რისი მაგალითიცაა ის მედპერსონალი რომელიც ყველანაირ თავდაცვის საშუალებას იყენებდა, ისეთს როგორზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თუმცა მაინც დაინფიცირდნენ.
2. მოგვიწია მიგვეღო არასრულფასოვანი განათლება დისტანციური რეჟიმის გამო და ისედაც რთულ სიტუაციას უფრო დაგვიმძიმებს შუა ზაფხულში, გაგრილების გარეშე, პირბადით გამოცდების დაწერა. ჩახუთულობის და სიცხისგან დატანჯვას ემატება ისიც, რომ უამრავი სტუდენტი ხმარობს სათვალეს, რომელიც ყოველ ამოსუნთქვაზე იორთქლება და შესაბამისად მოუწევთ ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ მისი მოხსნა და გაწმენდა.
3. მოგეხსენებათ ჩვენი სტუდენტების გარკვეული ნაწილი ცხოვრობს რაიონში, აქედან გამომდინარე ფინალურის უნივერსიტეტში დაწერა აიძულებთ მათ მინიმუმ 2 კვირით იქირაონ ბინები, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის საკმაოდ დიდი ხარჯია.
ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ რა ისეთი უნივერსიტეტების მაგალითი, როგორებიცაა: ჯავახიშვილი, სამედიცინო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა... და გვაწერინოთ ფინალური გამოცდები ონლაინ რეჟიმში