საკონტაქტო ინფორმაცია
მოძალადე, "როტვეილერის" ჯიშის ძაღლის მკვლელი,სასტიკად უნდა დაისაჯოს და არანაირი შემწყნარებლობა მათ მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული!

დასრულებული

3027
3000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს პროკურატურა

მოძალადე, "როტვეილერის" ჯიშის ძაღლის მკვლელი,სასტიკად უნდა დაისაჯოს და არანაირი შემწყნარებლობა მათ მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული!

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის“ ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ბრალდებულის ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა”.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა. მოსამართლე ნანა შამათავამ, ბრალდებულ ნიკოლოზ აბხაზოვს აღმკვეთ ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა!

არანაირი ჯარიმა და გირაო,  სასამართლო პროცესი გაიმართება 2024 წლის, 24 იანვარს 11:30 საათზე!!!

ყველა მოძალადე სასტიკად უნდა დაისაჯოს და არანაირი შემწყნარებლობა მათ მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული!