დასრულებული
ადრესატი:
- სპეციალური პენიტენციური სამსახური
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს სახალხო დამცველი
თერაპია თათებით
მიმოხილვა
მსოფლიოში მრავალი წელია წარმატებით მოქმედებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც გულისხმობს პატიმრების მიერ მიუსაფარი ცხოველების ,,შვილად“ აყვანას.
თავდაპირველად, პროგრამა ატარებდა ექსპერიმენტალურ ხასიათს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში იგი უკვე შეუერთდა წარმატებული პროგრამების რიცხვს.
პატიმრებისა და მიუსაფარი ცხოველების კომბინირებულმა რეაბილიტაციამ მოლოდიონებს გადააჭარბა, რადგან მსჯავრდებულები გახდნენ გაცილებით მშვიდნი და კეთილნი. მათ გაუფართოვდათ ინტერესის სფეროები და არც თუ მცირე ოდენობამ დაიწყო ხელსაქმის შესწავლა, რათა ,,ნაშვილები“ მეგობრისთვის საკუთარი ხელით დაემზადებინათ სათამაშოები, ტანსაცმელი და საწოლი. ოთხფეხა მეგობრის კეთილდღეობისათვის დაკორექტირდა მათი ქცევებიც.
შინაური ცხოველის ყველა მფლობელმა იცის, რომ ცხოველებზე ზრუნვა და მათთან დროის გატარება ამცირებს სტრესის დონეს, ათავისუფლებს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობას და გონება იწყებს პოზიტიურ აზროვნებას.
სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, შინაური ცხოველებით თერაპია ადამიანებს ეხმარება ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში, სხეულის კონტროლში, სტრესის, შფოთვისა და დაძაბულობის დონის დაწევაში, არეგულირებენ გულისცემას და მეპატრონეებს ხდის გაცილებით თავდაჯერებულებს. ცხოველებს შეუძლიათ შეამცირონ: არტერიული წნევა, გააუმჯობესონ გულ-სისხლძარღვთა მუშაობა, შეუწყონ ხელი ენდორფინისა და ოქსიტოცინის გამოყოფას. ადამიანებს ეხმარებიან საკუთარი თავის შენარჩუნებაში, უღვიძებენ სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილებას, მარტივად დაძლევადს ხდიან მარტოობის სიცარიელეს, ბრძოლისუბანიანებს კი სტრესის და შფოთვების მიმართ. ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან აუტიზმით ან ვისაც აქვს სხვა მსგავსი პათოლოგია ცვლიან თავის ქცევას შინაური ცხოველის თანდასწრებით. ექსპერტები განმარტავენ, რომ გაუმჯობესება ხდება იმის გამო, რომ შინაური ცხოველის ,,მშვილებელი“ თავს თითქმის იძულებულად გრძნობს იზრუნოს ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის მიმართ, რომელიც გვერდით ჰყავთ. ამრიგად, მათ ეზრდებათ პასუხისმგებლობა კონკრეტული ცხოველის და გარესამყაროს მიმართ.
შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისას მიღებული რელაქსაცია წარმოადგენს: დეპრესიის, შფოთვებისა და ანტისოციალური ქცევების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებას იმ პირთა შორის, ვინც სასჯელს იხდის. ესევე, პროექტი ეხმარება მათ, გათავისუფლების შემდეგ გაცილებით მალე გაიარონ ადაპტაცია-რეაბილიტაციის პროცესი და დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა მას შემდეგ, რაც პატიმარი გამოთქვამს სურვილს, მან უნდა გაიაროს შესაბამისი გასაუბრება, რის შემდეგაც შეძლებს შინაური ცხოველის ,,შვილად“ აყვანას.
შინაური ცხოველის და პატიმრის პარტნიორობა ერთ-ერთი უძველესი პროგრამაა შეერთებულ შტატებში სახელწოდებით ,,PRISON PET“, რომელიც თავდაპირველად განხორციელდა 1981 წელს ვაშინგტონის შტატის ქალთა გამასწორებელ ცენტრში. პროგრამის ინიციატორები იყვნენ ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტაკომას სათემო კოლეჯი და დომინიკელი მონაზონი და - პაულინა. ქალი პატიმრები ზრუნავდნენ ცხოველებზე და პროგრამის ფარგლებში სწავლობდნენ ცხოველების გაწვრთნას და მათ გადამზადებას შშმ პირების მომსახურებისათვის. ასევე, პატიმარ ქალები ეძლეოდათ საშუალება პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მიეღოთ ცოდნის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი და ემუშავათ ვეტერინარულ კლინიკებში.
1997 წელს პროგრამის განხორციელება დაიწყო ბედფორდ ჰილსის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიუ-იორკში (აშშ).
2009 წლიდან მოყოლებული ანალოგიურმა პროგრამა ჩაეშვა ლუთერ ლუკეტის გამოსასწორებელ კომპლექს ლაგრანგში, კენტუკში (აშშ) სახელწოდებით - ,,KSR CAMP K-9’’.
2011 წელს მოხალისეთა ორგანიზაცია ,,Cuddly Catz”-მა დაიწყო პროგრამა ,,Larch Correctional Center”-ში იაკოლტში, ვაშინგტონში (აშშ). 5 წლის შემდეგ ორგანიზაცია ,,Cuddly Catz” დაიშალა და ახლა ცნობილია როგორც ,,Larch Cat Adoption Program”, რომელიც მოქმედებს დასავლეთ კოლუმბიის ხეობის ჰუმანური საზოგადოების მეშვეობით.
დღეის მოცემულობით უკვე ვაშინგტონის შტატის ყველა ციხეს აქვს ცხოველების მომზადების ან ,,შვილად აყვანის პროგრამები“.
2015 წელს, აშშ-ს, ინდიანას შტატში ცხოველთა დაცვის ლიგამ პენდლტონის ციხეში განახორციელა აღნიშნული პროგრამა, სახელწოდებით ..FORWARD”, სადაც ჰყავდა დამნაშავეები, რომლებიც ნასამართლევი იყვნენ თავდასხმისა და ყაჩაღობისთვის. მეორე მხრივ არსებობდა თავშესაფარები ცხოველებისთვის, რომელთა ბინადრები მზრუნველობას, პატრონს და სიყვარულს საჭიროებდნენ.
პროგრამის ფარგლებში პატიმრებს უფლება მიეცათ საკანში ჰყოლოდათ მიუსაფარი ცხოველები, მოეარათ და ეზრუნათ მათზე. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ პატიმრებს გაუმჯობესდათ განწყობა. გახდნენ გაცილებით: კეთილნი, ყურადღებიანნი და მზრუნველნი.
პენიტენციალური სამსახურის დაწესებულების თანამშრომლების შეხედულებებით, აღნიშნული პროგრამა პატიმრებს ხდის დისციპლინირებულს და საკანში, გისოსებს მიღმა გატარებულ პირქუშ პერიოდს მატებს სიფერადეს და სიხალისეს.
პროგრამა ,,FORWARD”-ma ცალსახად დაამტკიცა საკუთარი წარმატების უპირატესობები, რაც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის გარდა პატიმრებს ასწავლის საკითხებისადმი პასუხისმგებლიან მიდგომებს, ემპათიას, სიყვარულს, ზრუნვას, მოთმინებას, ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას, ჯგუფურ მუშაობას და პრობლემების გადასაჭრელად არაძალადობრივი მეთოდების და მიდგომების დაუფლებას.
აშშ-ს სხვადასხვა შტატის პენიტენციალურ სისტემაში ასევე მოქმედებს ანალოგიური პროგრამა სახელწოდებით ,,D.A.W.G.S.”;
ობერნის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის კოლეჯში მოქმედებს პროგრამა სახელწოდებით ,,Canine Performance SCIENCE”, რომლის ფარგლებში ამრავლებენ და წვრთნიან ძაღლებს (მათ შორის მიუსაფარებს) სხვადასხვა სამაშველო სამუშაოებისთვის და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის.
2014 წლიდან შინაური ცხოველებისა და პატიმრების პარტნიორობის პროგრამის განხორციელება დაიწყო ინგლისშიც. მასაჩუსეტსის შტატის დედჰამში მდებარე ნორფოლკის ოლქის ციხეში, სახელწოდებით ,,ახალი ინგლისის ველური ბუნების პროგრამა“, რომლის ინიციატორია შერიფი - მაიკლ ბელოტი.
ეროვნული ჩარჩო
საქართველოს კანონმდებლობა დღეისთვის მხოლოდ ფრაგმენტულად განსაზღვრავს ცხოველთა (მათ შორის მიუსაფარ ცხოველთა) მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის სამართლებრივ საფუძვლებს. ცხოველთა უფლებები რეგულირდება მწირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსით. ასევე, ბრძანება/დადგენილებებით ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე, თუმცა უშედეგოდ, რადგან არ არსებობს აღსრულების და აღსრულების ხარისხის კონტროლის მექანიზმები.
სამწუხაროდ, ამ მოცემულობამდე საქართველოს პარლამენტს დღემდე არ მიუღია კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ, მათ შორის მიუსაფარ ცხოველთა, კეთილდღეობის და მართვის ძირითადი პრინციპების საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.
ჩვენს მიერ ინიცირებული პეტიცია ვფიქრობთ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც პენიტენციალური სისტემისათვის, ასევე მიუსაფარი ცხოველებისთვის, რადგან დღემდე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მათ სიცოცხლეს ხელჰყობს ცივი იარაღით ან სადისტური წამებით, რომელთა შესახებ არაერთხელ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები სოციალურ ქსელებში და ცხოველთმოყვარულთაგან იყო ოფიციალური მიმართვიანობა პროკურატურაში, თუმცა ეს ქმედებებიც აღმოჩნდა უშედეგო!
მოთხოვნა
ყოველივედან გამომდინარე ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი მოქალაქენი მოგმართავთ თხოვნით საქართვლოს პარლამენტს, რათა თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავოთ კანონპროექტი, რომელიც იქნება აღნიშნული პროგრამების ანალოგი და პროგრამის სახით, წარმატებით განხორციელდება საქართველოში მოქმედ პენიტენციალურ, თავისუფლების აღკვეთ დაწესებულებებში:
- დაბალი რისკის;
- ნახევრად ღია ტიპის;
- დახურული ტიპის;
- განსაკუთრებული რისკის;
- არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება;
- ქალთა სპეციალური დაწესებულება.
რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს მსჯავრდებულებს იზრუნონ მიუსაფარ ცხოველებზე, ,,იშვილონ“, შეიძინონ დამატებითი უნარ-ჩვევები, გადამზადდნენ პროფესიულად, გახდნენ გაცილებით ემპათიურები და გისოსებს მიღმა გატარებულ პირქუშ პერიოდს შემატონ სიფერადე და სიხალისე.