საჭიროა 99989 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- თბილისის მერია
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
შეიქმნას ლაღიძის წყლების მაღაზია რუსთაველის გამზირზე და მიეცეს მას მუზეუმის დანიშნულებაც.
ფაქტია , რომ ლაღიძის წყლები პოპულარული , გემრიელი და გამაგრილებელი სასმელია (უალკოჰოლო) . მისი შექმნის პერიოდი იძლევა იმის თქმის საბაბს , რომ ლაღიძის წყლები ქართული იდენტობის ნაწილია. მიტროფანე ლაღიძის მიერ დამზადებულმა სასმელმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც საქართველოში , ასევე ქვეყნის გარეთაც. წყლები ქვეყნის პირველ გამაგრილებელ სასმელადაც ითვლება.
არსებობს საინტერესო ამბავიც , რისი მიხედვითაც საბჭოეთიდან საჩუქრად გაგზავნილმა ლაღიძის ლიმონათმა ამერიკის პრეზიდენტ , ჰარი ტრუმენს , მისი ექსპორტის სურვილიც კი გაუჩინა.
- ზოგადად ვფიქრობ , რომ ლაღიძის წყლები ისეთივე რამ არის ჩვენთვის , როგორც ამერიკელებისთვის "კოკა-კოლა". სწორედ ამიტომ ამ კულტურის მივიწყება ვფიქრობ , რომ სწორი ნამდვილად არ არის. მისი არსებობა მაღაზიისა და მუზეუმის სახით იძლევა იმის საშუალებას , რომ ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელთან ერთად , კულტურული ღირშესანიშნაობაც მიემატოს.
პატივისცემით , იერის გუნდი.