საკონტაქტო ინფორმაცია
გადაიხედოს და გატარებულ იქნას ზომები , " შ.პ.ს ენერგო-პრო ჯორჯიას " მხრიდან საეჭვო და ხშირ , ელექტრო-ენერგიის შეზღუდვებთან დაკავშირებით, სოფელ მარტყოფში.

საჭიროა 1692 ხელმოწერა

1308
3000
ადრესატი:
  • ენერგეტიკის სამინისტრო
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
  • შ.პ.ს ენერგო პრო ჯორჯია

გადაიხედოს და გატარებულ იქნას ზომები , " შ.პ.ს ენერგო-პრო ჯორჯიას " მხრიდან საეჭვო და ხშირ , ელექტრო-ენერგიის შეზღუდვებთან დაკავშირებით, სოფელ მარტყოფში.

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში, ელექტრო ენერგიის მოწოდების ხარისხი და სქემა  მოსახლეობაში, ისე როგორც უდიდეს დისკომფორტს, აგრეთვე საკმაოდ დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. მაშინ როდესაც, მოგეხსენებათ როგორი საჭირო , პრიორიტეტული და ძალზედ  მნიშვნელოვანია ოცდამეერთე საუკუნის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, სტაბილური ელექტრო მომარაგება.

საქმე არის ამგვარად : 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან ხშირი, ხანდახან ყოველდღიურიც არის როდესაც, მცირე  უამინდობის დროსაც კი ,ელექტრო-ენერგიის მიწოდება გაურკვეველი დროით და ხანდახან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წყდება. და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე რომ , მზიან და ყოვლად უწყინარ ამინდში აბონენტებს მისდით სმს- შეტყობინება (გაფრთხილება) იმის თაობაზე რომ გეგმიური სამუშაოების გამო , ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეიზღუდება, აგრეთვე  უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული ხდება, დღის(სამუშაო )საათებში , მაშინ როდესაც მინიმუმ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ადამიანს ჰქონდეს ელექტრო ენერგიის სტაბილური ნაკადი. (რაც რათქმაუნდა სრულიად დამსახურებულია, რადგან ყველა ჩვენთაგანი და მოსახლეობის 99% , ალბათ პირნათლად იხდის საკუთარ ფინანსური ვალდებულებას , ზემოთ ხსენებულ კომპანიასთან მიმართებაში. ) საგულისხმოა რომ, "გეგმიური " გათიშვებიც ხდება საკმაოდ ხშირ ტემპში , და ამას ბოლო წლების განმავლობაში ,სისტემატიური  ხასიათი მიეცა ! მოგეხსენებათ რომ სოფელი მარტყოფი სადაც , უშუალოდ ძალიან ხშირია აღნიშნული პრობლემა, არის ძალიან მჭიდროდ დასახლებული სოფელი და მოსახლეობის ზომითა და ფართობით , ბევრ ქართულ ქალაქს უტოლდება.

ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები როდესაც, კონკრეტულად ჩემს საცხოვრებელ სახლშიც კი (მაგალითისთვის ) და არამხოლოდ , დაბალი დენისა და არასტაბილური მიწოდების გამო, დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა რომელიც ადამიანის ყოველდღიურობისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია . 

საინტერესო არის ის ფაქტიც რომ, თუ კი კომპანია, უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებს გეგმიურ სამუშაოებს , ხანდახან კვირაში რამდენჯერმეც , მაშინ, სად არის ის ხარისხი ,რაც მიწოდების სტაბილურობაში უნდა ჩანდეს , და რატომ უარესდება სიტუაცია? 

 

მე, როგორც ინიციატორი და ამ განცხადების ყველა ხელმომწერი, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს , მოხდეს შესწავლა და და აღმოფხვრა " შ.პ.ს ენერგო-პრო ჯორჯია" - ს გაურკვეველი საქმიანობისა. ასევე კომპანიის მხრიდან მოსახლეობას განემარტოს ყველა აღნიშნული მიზეზი .

თუ აღნიშნული პრობლემა, ისევ გაგრძელდება და მიყურადებული იქნება აღნიშნული პეტიცია, ვიტოვებთ სამართლებრივ უფლებას , მოსახლეობამ ღიად , კანონის ფარგლებში დააფიქსიროს საკუთარი პროტესტი, მომწოდებელთან მიმართებაში, რასაც ექნება პერმანენტული ხასიათი ! (ვინაიდან მოსახლეობა არის ძალიან დაღლილი აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, და ამასთან ერთად აქვთ  როგორც პროტესტის, ისე უსამართლობის გრძნობა).