დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაისაჯოს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ჩამდენი პირი
2017 წლის 14 მაისს ინტერნეტ სივრცეში, კერძოდ ცხოველთა უფლებების კომიტეტის ჯგუფში გავცელდა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი ინფორმაცია. ერთ–ერთ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ უსწორდება იგი მელიის (სავარაუდოდ) ნაშიერებს, მეორე ვიდეოზე კი ასახულია ფიწალზე წამოცმული კატის (სავარაუდოდ) წამების კადრები.
სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნაა დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ზემოაღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის/პირების მიმართ, რადგან ის შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის –,,ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის" ნიშნებს. ამასთან, მიგვაჩია რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.
ქვეყანაში დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომი უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.
https://www.facebook.com/groups/214670729490/permalink/10155278439894491/
https://www.facebook.com/JaparidzeAN/videos/1430367760342233/
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1430340243678318&set=p.1430340243678318&type=3
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10154681232402404&set=p.10154681232402404&type=3&theater
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1685876801437634&set=pcb.1685878288104152&type=3&theater
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1430919183620424&set=p.1430919183620424&type=3&theater