დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
109-ე ბაგა-ბაღის შენობის განმეორებითი ექსპერტიზა და სხვა საკითხების შესწავლა
მთავარია ბავშვების უსაფრთხოება და ბავშვების ინტერესები
სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ჩატარდეს 109-ე ბაგა-ბაღის შენობის ორივე ფრიგელის განმეორებითი ექსპერტიზა.
ასევე გასაჯაროვდეს იმ ბაგა-ბაღების ექსპერტიზის დასკვნები სადაც იგეგმება 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების გადანაწილება. ამ ბაღში 750 ბავშვი და 107 თანამშრომელია, რომელთა ბედი გაურკვეველია.
ასევე ვითხოვთ პასუხს! რადგან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 16 მარტს გაუგზავნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საინჟინრო დასკვნა ნომერი #001616818, რატომ გახდა ეს დასკვნა საჯარო მხოლოდ 2018 წლის 17 აპრილს?! ერთი თვის განმავლობაში რას აკეთებდა ბაღების მართვის სააგენტო?
აქვე აღსანიშნავია რომ 2015 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა 109-ე ბაგა-ბაღის დახურული ფრიგელი, მას შემდეგ რაც თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ მოახდინა ამ ბაღის დახურული ფრიგელის აღდგენა რეკონსტრუქცია, რაც თბილის მერიის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი დაჯდა. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პირები.
ანუ რასთან გვაქვს საქმე? 2015 წელს გაარემონტეს, ისე რომ შენობა თურმე ავარიული იყო თუ ორ წელიწადში გახდა ავარიული? ამ პერიოდში საბედნიეროდ მიწისძვრა არ ყოფილა მაშ რამ გამოიწვია შენობის სეისმომდგრადობის დაქვეითება?
დასკვნაში ვკითხულობთ რომ შენობის ოთახების დათვალიერების დროს შენობის ზედა სართულებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის შთაბეჭდილებას რომ თითქოს შენობას დაზიანებები არ გააჩნია. გამოდის რომ თბილისის მერიამ ფასადურად შეალამაზა იქაურობა, გაფლანგა 325 000 ლარი და რაც ყველაზე მთავარია ამ ხნის განმავლობაში საფრთხეში იყვნენ ბავშვები?
აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისმა პირებმა. ამიტომ უნდა ჩატარდეს 109-ე ბაგა-ბაღთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა საკრებულოს სარევიზიო კომისის მიერ და თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ.
დაუკავშირდით პეტიციის ავტორს შეკითხვების შემთხვევაში 591051601