საჭიროა 2969 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- თბილისის საკრებულო
აზარტული თამაშების პროპაგანდის აკრძალვა
საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება. ეს ბევრის აზრით განპირობებულია სამუშაო ადგილების არარსებობით, თუმცა ამ ყოველივეს ხელს უწყობს სხვადასხვა საშუალებებით სისტემატური პიარი.
სამწუხაროდ, რეკლამების ადრესატი არ არის მხოლოდ სრულწლოვანი მოსახლეობა. მოზარდები, ინტერესდებიან და ერთვებიან სხვადასხვა თამაშებში, რაც საბოლოოდ მათ დამოკიდებულს ხდის მათზე. შედეგად კი ვიღებთ ახალგაზრდობას, რომელსაც არ სურს შრომა, რადგან შეუძლია მოიძიოს “მარტივი ფული” .
დაუშვებელია, მოზარდთა ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებისას გარე სამყარომ ხელი შეუწყოს არასწორი გზით მათ განვითარებას.
აზარტული თამაშების პიარს შეხვდებით ქუჩაში, ნახავთ რეკლამებს სატელევიზიო სივრცეში მოზარდთათვის ყურებად საათებში, მაშინაც კი, როდესაც ანიმაციურ ფილმს უყურებენ სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე და მაშინაც, როდესაც მშობელი საკომუნიკაციოდ მობილურ ტელეფონს აძლევს ბავშვს, სადაც ხშირად იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინენები - როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ გარკვეულ საიტებზე, როგორ გავაკეთოთ ფსონები და მოვიგოთ ფული - შემდეგ კი ბევრ გაუბედურებულ ახალგაზრდასა და ოჯახებს ვიღებთ.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ისიც, რომ ჩვენი ემიგრანტების მიერ, შვილებისთვის გამოგზავნილი ფულის უმეტესობა თამაშში იხარჯება და ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა საკუთარი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.
იქნებ, ერთად შევძლოთ და წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდობისათვის სწორი მიმართულების მიცემაში. ყველას არ აქვს საშუალება მიიღოს განათლება, ყველა ვერ აირჩევს სწორ გზას, თუმცა შეგვიძლია ერთად შევზღუდოთ აზარტული თამაშების პიარი ისეთ გარემოში სადაც ბავშვი შეძლებს აღნიშნულის მიმართ ინტერესის გამოჩენას.
ერთად შევზღუდოთ სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და პროპაგანდა !!!