საკონტაქტო ინფორმაცია
მოსკოვის გამზირს გადაერქვას სახელად საქართველოს გამზირი

დასრულებული

1003
1000
ადრესატი:
  • თბილისის საკრებულო

მოსკოვის გამზირს გადაერქვას სახელად საქართველოს გამზირი

თბილისში ისნისა და სამგორის რაიონების ტერიტორიაზე დღემდე მოსკოვის გამზირი ჰქვია გამზირს, რომელიც იწყება სამგორის მეტროდან და გრძელდება მეხუთე საავადმყოფომდე.

ვფიქრობთ მოსკოვის გამზირს უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას საქართველოს გამზირი.

ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი და ვფიქრობთ ბევრი ახსნა არაა საჭირო რატომ უნდა გადაერქვას სახელი მოსკოვის გამზირს. 

აღსანიშნავია რომ ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" გეგმით სახელის გადარქმევა მხოლოდ სახელის ცვლილებას არ ნიშნავს. ეს გამზირი გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. საქართველოს გამზირის კონცეპტუალური განვითარება ხელს შეუწყობს ამ გამზირზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ამჟამად მოსკოვის გამზირი დაახლოებით ოთხი კილომეტრის მანძილზე გრძელდება. აქედან ორ კილომეტრზე მეტ მანძილზე სატრანსპორტო გზის შუაში განთავსებულია მარადმწვანე ხეების ხეივანი. აღნიშნული ბუნებრივი პირობა კიდევ უფრო გაამარტივებს ამ გამზირის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევას. მოპირკეთდება სკვერები და მოეწყობა ახალი დასასვენებელი წერტილები.

გაკეთდება შემეცნებითი მუზეუმები, სადაც საქართველოს ისტორიდან მნიშვნელოვანი პერიოდები და ფაქტები იქნება გაცოცხლებული. საქართველოს გამზირი მიიზიდავს, როგორც ტურისტებს, ასევე თბილისში და ზოგადად საქართველოში მაცხოვრებლებს.

გაიხსნება ახალი გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები.

ამ გამზირზე იქნება ყველაზე გრძელი საფეხმავლო ბილიკი.

აღნიშნული გამზირი შეიძლება გახდეს რამდენიმე უბნის მაცხოვრებლების საყვარელი ადგილი სახლთან ახლოს. კერძოდ ეს გამზირი არის ერთგვარი კვანძი აფრიკის დასახლების, კაიროს დასახლების, ე.წ ,,ზეემკის“ დასახლების, 31-ე ქარხნის დასახლების, ორხევის, აეროპორტის დასახლების, ნავთლუღის, ლილოსა და ვარკეთილისთვის.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელის გადარქმევის დროს, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ვისაც ახალი პირადობა აქვს, ავტომატურად დაურედაქტირდება მისამართი. ხოლო ვისაც ძველი პირადობის მოწმობა აქვს, ის პირადობის მოწმობები ჩვეულებრივ იქნება ძალაში.

თუ ეთანხმებით მოაწერეთ ხელი პეტიციას.

თუ გაქვთ საინტერესო მოსაზრებები და იდეები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვწერეთ [email protected] ან დაგვირეკეთ 591051601