საკონტაქტო ინფორმაცია
ბარმენებისთვის ,,შემოწირულობის

საჭიროა 309 ხელმოწერა

191
500
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • თბილისის მერია

ბარმენებისთვის ,,შემოწირულობის

საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ე.წ. ,,ევროპული ტიპის ბარებში, ბარმენთა და სხვა მომსახურე პერსონალთა ძირითადი შემოსავლის ფორმას წარმოადგენს სტუმართა მიერ, საკუთარი ნებით  გადახდილი შემოწირულობა ე.წ. "თიფს".

აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია არაერთი კვლევით, რომელთაგან უახლესი 2019 წლის 19 ივლისის ,,ბიზნეს ინსაიდერის" კვლევაა .

გლობალური პანდემიის ფონზე დიდი საფრთხე შეექმნა ევროპული ტიპის ბარებს, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია არა მოგების მიღებაზე, არამედ ადამიანებისთვის შემეცნებით, შემოქმედებით-გასართობი სივრცეების მოწყობაზე, რომელიც  ჯანსაღი კომუნიკაციის, დისკუსიის, საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების თანასწორი, უსაფრთხო და გახსნილი გარემოს ნაწილია. ასეთი ტიპის ადგილებში შრომობს, ენთუზიასტი ადამიანები, რომლებიც მინიმალურ ფინანსურ შემოსავალს ირებენ, ძირითადად სტუმრების მიერ განხორციელებული, თავისუფალი ნების საფუძველზე გაკეთებული საჩუქრით ე.წ. ,,თიფსებით";

თუ ერთხელ მაინც ყოფილხარ ამბავში და ჩვენი რომელიმე ბარმენისთვის საჩუქრის სახით გადაგიცია რაიმე სახის ფინანსური აქტივი (თანხა/ მატერიალური ღირებულების ნივთი ა..შ.) გთხოვთ მოაწეროთ ხელი აღნიშნულ პეტიციას, რითაც საშუალება მიეცემა ამ ადამიანებს ჩვენი საქმიანობის შეზღუდულ პირობებში ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდიით/დახმარებით.

ყველა კედელში კარი.

ყველა ცაში ფანჯარა.

ერთმანეთს ჩაკეტილობაში ამ ფანჯრით და კარით ,,გავიტანთ". 

ამბავს გავაგრძელებთ ერთად.

 

სიყვარულით,

შენი ,,ამბავი"