საკონტაქტო ინფორმაცია
,,უფასო კვება საჯარო სკოლებში,,

საჭიროა 9831 ხელმოწერა

169
10000
ადრესატი:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

,,უფასო კვება საჯარო სკოლებში,,

საჯარო სკოლებში უფასო კვება

 

 

 

საქართველოს სკოლებისთვის მნიშნელოვანია მოსწავლეების საკვებით უზრუნველყოფა. მოსწაბლეების 42% შიმშილის გრძნობის გამო ვერ ახერხებს წიგნიერების დონის ამაღლებას, საქართველოს თითოეულ მოქალაქის ვალია იფიქროს და იზრუნოს მომავალ თაობაზე.

 

 

 

1. 10 000-ზე მეტ ბავშვს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია, ანუ მათ არასოდეს უვლიათ სკოლაში. კვლევების მიხედვით, უფასო სასკოლო კვება ზრდის სკოლაში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელს და ამცირებს სკოლის მიტოვების და გაცდენის რისკებს

 

 

 

2. გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ყოველთვის (35%) ან ხანდახან (42%) მშიერია. შიმშილი კი პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე. საქართველოს საკლასო ოთახებში ბავშვები მშივრები სხედან და სწავლა უჭირთ. ხშირია სკოლაში შიმშილის გამო გულის წასვლის შემთხვევებიც.

 

 

ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ უზრუნველყოს მოსწავლეთა კვება საჯარო სკოლებში.

 

 

 

 

პეტიცია შექმნეს, ქალაქ თბილისის, გრიგოლ კობახიძის სახელობის N77 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა : ნიტა ამაშუკელი, თამარი ზედგინიძე, ლუკა ჯალალიანი, ნიცა ნინუა , ლიზი გაზაშვილი, თეკლა ჭელიძე.