დასრულებული
ადრესატი:
- საზოგადოება
თავისუფლება სალომე ჩარკვიანს
თავისუფლება სალომე ჩარკვიანს!!!!
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, სასამართლო დარბაზში წაიკითხა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 3 შვილის დედას, 34 წლის სალომე ჩარკვიანს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა...მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ერთი შუამდგომლობა…
2004 წლიდან 2006 წლის დასაწყისამდე სალომე ჩარკვიანი მართლაც მუშაობდა „აჭარა ცენტრ- პოინტ ჯგუფის “ დირექტორის თანამდებობაზე , თუმცა მას წინასწარი მოლაპარაკების და რჩეულიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებით,ამ თანამდებობაზე ევალებოდა მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობა, შესაბამისად წვდომა კომპანიის ფინანსებზე არ და ვერ ექნებოდა . („ცენტრ პოინტის ფინანსებს მთლიანად განკარგავდა დამფუძნებლის ოჯახი) ამას ადასტურებენ თავად რჩეულიშვილებიც. ბოლო 10 წლის განმავლობაში სალომე ჩარკვიანს არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია რჩეულიშვილების ოჯახთან. ის საკუთარი პროფესიით მუშაობდა - უნივერსალური სამედიცინო ცენტრის მამოლოგიის და გინეკოლოგიის დეპარტამენტში ექიმ ონკო-ქირურგად.
სალომე ჩარკვიანი 2015 წლიდან ცენტრ-პოინტის საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობს, დაკითხულია რამდენჯერმე მოწმის სახით და თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს საქმეზე საბოლოო სიმართლის დადგენამდე. სალომე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და შესაბამისად არ აპირებდა მიმალვას, რაც მისი დაპატიმრების მიზეზად დასახელდა. სამწუხაროდ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც სალომეს ოჯახური მდგომარეობა, მას ჰყავს 3 შვილი, აქედან 2 არასრულწლოვანი, უმცროსი 5 წლის. არ გაითვალისწინა არც ის, რომ სალომე ჩარკვიანს არასდროს ჰქონია შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან.
პეტიციის ავტორები ვართ სალომეს მეგობრები. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს...სალომეს ახლა სჭირდება გვერდზე დგომა. სალომე ჩარკვიანის თავისუფლება და მისი შვილების მომავალი არ უნდა შეეწიროს სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს!