საკონტაქტო ინფორმაცია
დაიკლოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა!!!

საჭიროა 4863 ხელმოწერა

137
5000
ადრესატი:
  • საქართველოს ბანკი; თიბისი ბანკი; ეროვნული ბანკი

დაიკლოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა!!!

ქართულ საბანკი ბაზარზე არსებული პირობები კაბალურ მდგომარეობაშ აგდებს მომხმარებლებს. მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ერკვევა საბანკი პროდუქტებისა და ხელშეკრულების მნიშვნელოვან დეტალებშც კი, რის გამოც, ხშირად ხელს ბრმად აწერს მისთვის,ერთი შეხედვით, მომგებიან (იმიტომ რომ სესხი აიღო), რეალურად კი წამგებიან შეთანხმებას. 

კომერციული ბანკების რეკლამები რეალობისგან ძალიან განსხვავდება, ადგილზე მისულ მომხმარებელს ეუბნებიან, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ სესხის მოთხოვნებს და ამიტომ სთავაზობენ სხვა საპროცენტო განაკვეთს. რეკლამა რეკლამად რჩება, რეალობა კი სხვაა. თუ თავს მოტყუებულად თვლით რა თქმა უნდა შეგიძლიათ იჩივლოთ (მათ შორის ცრუ რეკლამისთვისაც) მაგრამ, ბანკებს ისეთი კვალიფიციური იურისტები ყავთ და ისე ფუთავენ საქმეს, რომ ჩივილი აზრს კარგავს. საქართველოში არსებობს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მიუხედავად ამისა მომხმარებელი ძირითადად დაუცველია! ევროპაში კი მსესხებლის უფლებები ყველაზე მეტად არის დაცული. ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს და დააწესოს ისეთი რეგულაციები რომ კომერციულმა ბანკმა მომხმარებლის შეცდომაში შყვანა ვეღარ მოახერხოს. 

ეროვნულ ბანკს შეუძლია უკარნახოს კომერციულ ბანკებს სესხის პროცენტის ზღვარი, შეამცირეთ საპროცენტო განაკვეთი, თორემ კომერციული ბანკები უკვე სამევახშეო პროცენტით გასცემენ სესხებს, ამის რეგულირება აუცილებელია!

ვისაც სესხი აუღია ეცოდინება რამდენი ბარიერის გადალახვდაა საჭირო რომ მიღოთ თუნდაც ეს მაღალპროცენტიანი სესხი და როგორი ბიუროკრატიის წინაშე აღმოვჩნდებით, უამრავი ცნობის წარდგენა რომელიც კიდევ ცალკე ფული ღირს და დროის ხარჯვა ამ საბუთების მოგროვებაში...

მოვითხოვოთ გამარტივდეს სესხის აღების პროცედურები და რაც მთავარია დაიკლოს საპროცენტო განაკვეთმა სესხებზე!!!


მსგავსი პეტიციები