საკონტაქტო ინფორმაცია
გადავარჩინოთ ალექსიძის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობისმიერი გენოციდისგან

საჭიროა 909 ხელმოწერა

91
1000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა

გადავარჩინოთ ალექსიძის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობისმიერი გენოციდისგან

http://www.facebook.com/AleksidzeStreet/

ძვირფასო თანამოქალაქეებო! თვეებია მერიისგან უშედეგოდ ვითხოვთ და ქუჩაში საპროტესტო აქციებს ვმართავთ. უსაფრთხო გზა, სკვერი და კორპუსების გონივრული სიმაღლე ალექსიძის ქუჩის N1 მიმდებარედ და ზოგადად თბილისში, ჩვენი უცვლელი მოთხოვნა არის. შემოგვიერთდით და დაიცავით თქვენი წილი ჟანგბადი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო და მომავალი თაობა! მეგობრებო, ხომ გესმით, ხედავთ, შეიგრძნობთ ყოველდღიურად - ზღვარგადასულმა მშენებლობებმა მოსახლეობის ინტერესების დაბეტონების მასობრივი სახე მიიღო! შემოგვიერთდით! დღემდე თუ არ შეგხებიათ ეს პრობლემა, ხვალ თქვენი ფანჯრის წინ ამოიმართება ბეტონის შენობა, თქვენი ეზო და სახლი გაივსება მტვრით, აღარ იმოძრავებს ჟანგბადი, რადგან სიმწვანეს ხელოვნური მცენარეებით თუ მოიწყობთ გარშემო... თუ ეს მომავალში არ გემუქრებათ, ესე იგი თქვენს ფანჯარაში უკვე იმზირება მზის ნაცვლად მეზობელი კორპუსი, რადგან თავის დროზე არ დადგა საზოგადოება ერთად და არ მოითხოვა ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვა, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა! ჩვენ ვერ წავალთ კომპრომისზე მერიასთან და ზემაღალ მოგებას დახარბებულ მშენებლებთან ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე! ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლების დასაცავად და აუცილებლად გავიმარჯვებთ! შემოგვიერთდით, რომ მართალი ვიყოთ საკუთარი სინდისის და შვილების წინაშე! 

https://www.youtube.com/channel/UCqGenP4F-MuQDyDpT1DhzoA