საჭიროა 9963 ხელმოწერა
37
10000
ადრესატი:
გაკეთდეს სათანადოდ აღჭურვილი ცხოველთა თავშესაფრები გურიაში
მიუსაფარი ცხოველები (განსაკუთრებით ძაღლები) გურიის რეგიონში ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. გარდა იმისა, რომ მათ არ აქვთ არსებობის შესაბამისი პირობები (ისინი არიან მშივრები, ბევრი მათგანი დაავადებულია რაც ვიზუალურადაც შეიმჩნევა) ისინი საშიშროებას წარმოადგენენ მოქალაქეებისათვისაც.
არ ხდება მათი სათანადო რაოდენობის სტერილიზაცია/კასტრაცია ამ პრობლემის გადასაჭრელად.
მართალია ოზურგეთში არის ძაღლთა თავშესაფარი, თუმცა მისი რესურსი ფიზიკურად ვერ წვდება გურიის რეგიონს. აუცილებელია რომ თითოეულ რაიონს გააჩნდეს თავშესაფარი, სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კლინიკასთან ერთად.
სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, ამ საკითხის მოგვარება შედის არა მხოლოდ ცხოველთა უფლებადამცველების, არამედ ყველა მოქალაქის ინტერესში.