საჭიროა 7192 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქობულეთი, აჭარა, საქართველო და არა ჩურუქსუ, კონიას პროვინცია, თურქეთი
საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. აღსანიშნავია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა, უამრავი ადამიანის დასაქმება დროებით ან მუდმივ სამუშაოზე თურქეთში, თურქეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის წაქეზებით, ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ დაძაბონ ურთიერთობა ჩვენსა და თურქებს შორის.
მით უფრო, გაუგებარია ის გულგრილობა, რასაც შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურები იჩენენ ფაქტების მიმართ, რომელთაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭება და დაძაბვა შეუძლია. მათ შორის - მოხეს სალოცავის, ქობულეთში პანსიონზე ღორის თავის მიჭედების, ბათუმში უნებართვოდ სკოლის გახსნის და დღევანდელი თურქეთის ხალხის მიერ არჩეული ერდოღანის მოწინააღმდეგე გიულენის ემისრების საქართველოში საქმიანობის სახით.
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ქობულეთი თურქეთის პროვინცია კონიის ქალაქ ჩურუქსუდაა მოხსენიებიებული - ყველა ქობულეთის მკვიდრის პროფილის მონაცემებში ქობულეთის მოხსენიების შემდეგ იკრიფება - ჩურუქსუ, თურქეთი.
ჩვენ ელექტრონულად მიმართვა გავგზავნეთ(ოქტომბერში) საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეილზე, საიდანც გამოხმაურება არ გვქონია. ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით დუმან.
თურქები ყოველთვის გაგებით ეკიდებიან ჩვენს პრობლემებს, რისი ერთ-ერთი მაგალითია თურქეთის ელჩის მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადება, რომ ბათუმი საქართველოა და ასე იქნება მუდამ.
ნუ გვაიძულებთ პრობლემის მოგვარების გამო, ასევე შესაბამისი უწყებების მხრიდან უმოქმედობის გამო საპროტესტო აქციების გამართვას, თორემ არც ეს იქნება პრობლემა.
ვთვლით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით. მოვითხოთ შესაბამისი უწყებიდან, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნული საკითხით დაინტერესებას და ამ ხარვეზის აღმოფხვრას სოციალურ ქსელ ფეისბუქიდან.
ქობულეთი, აჭარა, საქართველო და არა ჩურუქსუ, კონიას პროვინცია, თურქეთი.