საჭიროა 628 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
აიკრძალოს აზბესტი და აზბესტის შემცველი პროდუქციის იმპორტი საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან
საქართველოში სასუნთქი გზების დაავადებებმა წელიწადში მილიონს მიაღწია!
,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ კვლევებით დადგინდა რომ საქართველოში ავტომობილების 80% მოიხმარს აზბესტის შემცველ ხუნდებს(კალოდკებს). აღნიშნული ხუნდების ცვეთის შედეგად გამოწვეული მტვერი, იწვევს სასუნთი გზებისა და ფილტვის კიბოს.
წელიწადში, მხოლოდ თბილისში 400-მდე ადამიანი იღუპება ფილტვისა და სასუნთქი გზების კიბოთი, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზებიც ზემოთ ხსენებული აზბესტის ხუნდებია!!!!
აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისათვის კანცეროგენს წარმოადგენს. აზბესტის, მათ შორის, ქრიზოტილის ზემოქმედება იწვევს მეზოთელიომას (პლევრისა და პერიტონეალური კიბო), ფილტვის, ხორხისა და საკვერცხეების კიბოს. აზბესტის ზემოქმედება ასევე წარმოადგენს ისეთი დაავადებების მიზეზს, როგორიცაა აზბესტოზი (ფილტვის ფიბროზი), პლევრის ბალთა, გასქელება და ემფუზია. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 125 მილიონი ადამიანია აზბესტის ზემოქმედების ქვეშ სამუშაო ადგილებზე, ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის–ს ბოლო შეფასებით, ყოველწლიურად 107 000–ზე მეტი – იღუპება აზბესტის ზემოქმედებით გამოწვეული ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომისაგან. პროფესიული კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით ნახევარი გამოწვეულია აზბესტით. გარდა ამისა, ჯანმო–ს [1] მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად სიკვდილიანობის რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება აზბესტის ზემოქმედების შედეგად სახლში.
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. დადგინდა, რომ ,,მკვლელ" ხუნდებსა და ეკოლოგიურად სუფთა ხუნდებს შორის ფასში სხვაობა არის მხოლოდ რამდენიმე ლარი (5-10 ლარი). ამ ,,ეკონომიის" გამო, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს!!
მიგვაჩნია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ:
1. 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა აკრძალოს აზბესტის და აზბესტის შემცველი პროდუქციის იმპორტი
2.შეიქმნას სპეციალური ნაგავსაყრელი
მოვითხოვთ აიკრძალოს აზბესტის იმპორტი საქართველოში!!!