საჭიროა 925 ხელმოწერა
ადრესატი:
- შინაგან საქმეთა სამინისტრო
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს პარლამენტი
აიკრძალოს ავტობუსის ზოლში (BUS LANE), სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ავტომობილების გადაადგილება, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პატრულისა!
ბოლო პერიოდში თბილისში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსის ზოლების (ე.წ. BUS LANES) მოწყობა, რაც განკუთვნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ე.წ. ბასლეინებს იყენებენ არამიზნობრივად (ამ ზოლში ხშირად ვხედავთ სახელმწიფო უწყებათა კუთვნილი ავტომობილებს), რაც ყოვლად დაუშვებელია. არსებული დარღვევები დაუშვებელია არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს კანონდარღვევას და ქმნის საავარიო სიტუაციებს, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ საზოგადოებაში ტოვებს სოციალური უთანასწორობის ძლიერ განცდას. სახელმწიფო თანამდებობის პირთა მხრიდან ამგვარი ქმედება პირდაპირ წარმოადგენს კანონდამრღვევთა წახალისებას მაშინ, როდესაც თავად უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემნი სხვებისთვის.
კატეგორიულად მოვითხოვთ, აიკრძალოს სპეციალური მონიშვნის ზოლში სახელმწიფო უწყებების კუთვნილი ავტომობილების გადაადგილება, გარდა მუნიციპალური ტრანსპორტის და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ტრანსპორტისა.