საჭიროა 92 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
#SOS_კორტები_ იპოდრომთან
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს
ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავჯდომარეს გოჩა ბაბუნაშვილს
ქ. თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილს
ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას
ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დიმიტრი მოსულიშვილს
მიმართვა
ჩვენ, ქალაქ თბილისის მცხოვრებნი, გამოვხატავთ აღშფოთებას თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ აქტთან, არსებული კორტების სრულ განადგურებასთან, დაკავშირებით.
ავღნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისში თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორია ისტორიულად წარმოადგენდა საჯარო სივრცეს, რომლის მოვლა პატრონობა მრავალი წლის მანძილზე მოქალაქეთა უანგარო ძალისხმევით ხორციელდებოდა. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ, მიუხედავად საეჭვო განკერძოებისა, დღემდე არსებობს მოთხოვნა სპორტული და რეკრეაციული ფუნქციების უპირატესობის (მათ შორის ჩოგბურთის მოედნის) მქონე არქიტექტურული ნაგებობის მშენებლობისა.
მაღალი საზოგადოებრივი და მაშასადამე სახელწიფოებრი ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერიას მოთხოვნით:
ქალაქ თბილისის საკრებულომ და მერიამ დაიცვას ქალაქ თბილისის მცხოვრებთა ინტერესები, მკაფიოდ გამოხატოს მისი დამოკიდებულება თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ აქტთან დაკავშირებით. მიანიჭოს სარეკრეაციო ზონის სტატუსი და მოთხოვოს ტერიტორიის მეპატრონეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული და რეკრეაციული ფუნქციების უპირატესობის (მათ შორის ჩოგბურთის მოედნის) მქონე არქიტექტურული ნაგებობის პროექტის უმოკლეს ვადებში წარმოდგენა. ხოლო, აღნიშნული პროექტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დააყენოს საკითხი ქალაქ თბილისის თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნების შესახბ და შეეთავაზოს მესაკუთრეს ადგილმონაცვლეობა.