საკონტაქტო ინფორმაცია
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი

საჭიროა 378 ხელმოწერა

122
500
ადრესატი:
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი

მოგესამლებით!მოგეხსენებათ უკვე წელიწადზე მეტია ვცხოვრობთ პანდემიის წესებით.ასეთ დროს კი განსაკუთრებით აუცილებელია ადამიანმა მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. სწორედ ამიტომ რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით ჩვენ ქალაქში არსებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემის-ველობილიკების არ არსებობის მოგვარება.

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენ ახლა გესაუბრებით ველობილიკების არსებობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

ველობილიკების არსებობით დაცული იქნება როგორც ველოსიპედისტის ისე ქვეითის სიცოცხლე, რადგან ველოსიპედით მოძრავ პირს არ მოუწევს ტროტუარით ან საავტომობილო გზით სარგებლობა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ცუდი ფაქტი მომხდარა ველობილიკების არ არსებობის გამო, რომელთა შემსწრეც ალბათ არაერთხელ ყოფილხართ. მაგალითად:2020 წლის ივნისში, რუსთავის პარკში რამოდენიმე ველოსიპედისტი, რომლებიც სარგებლობდნენ ქვეითებისათვის განკუთვნილი ტროტუარით, დაეჯახნენ ბავშვებს, რომელთაც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ. კიდევ ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც მოხდა 2019 წლის 4 თებერვალს რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე, 38 წლის ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს, რომელიც გადაადგილდებოდა საავტომობილო გზაზე, დაეჯახა ავტომობილი. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. 

ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ამ საკითხთან დაკავშირებული ინციდენტის რიცხვი საგრძნობლად იკლებს.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრ ადამიანს, უყვარს მაგრამ თავს იკავებს ველოსიპედით გადაადგილებისგან, რადგან ზოგიერთ ქუჩაზე ველობილიკების არ არსებობის გამო მათ არ შეუძლიათ გადაადგილდნენ დაუბრკოლებლად და ასევე ისინი უფრთხილდებიან როგორც საკუთარ ისე სხვების სიცოცხლეს. შესაბამისად ისინი ამით უარს ამბობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაზე.  ველობილიკების გაკეთება კი მათ წაახალისებს და მისცემს სტიმულს, რომ იცხოვრონ ჯანსაღად. ასევე ბევრი ადამიანი დაინტერესდება და დაიწყებს ველოსიპედით სარგებლობას, რადგან მათ ექნებათ უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად გადაადგილების საშუალება. ვიმედოვნებ, რომ რუსთავი იქნება სამაგალითო ქალაქი ამ კუთხით ჯანსაღი ცხოვრებისათვის ხელშეწყობაში.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსთავის ჰაერი მოგეხსენებათ საშინლად დაბინძურებულია. ველობილიკების არსებობით კი თუ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ველოსიპედით სარგებლობას, შესაბამისად შემცირდება მანქანების გამონაბოლქვი და ჰაერის მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

მაგრამ ასევე ძალიან საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად ადამიანებიც და ქვეითებიც სარგებლობენ ველობილიკებით. მაგალითად:კოსტავას გამზირის რესტავრაციისას მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა ველობილიკები, თუმცა ის დღესდღეობით გამოყენებულია ავტომობილების მიერ. მოცემული მონაცემებით კი ალბათ დაგარწმუნეთ იმაში, რომ არც ველოსიპედისტმა უნდა ისარგებლოს ტროტუარით და სავტომობილო გზით და არც ქვეითმა ან ავტომობილმა ველობილიკით, რათა არ დადგეს ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ. ასევე ეს დარღვევა რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული, ჩვენი პროექტი მოითხოვს იმასაც, რომ მკაცრად იყოს გაკონტროლებული ეს.

ჩვენი გადაწყვეტილებით კარგი იქნება თუ მოხდება მოცემული პროექტის განხორციელება რუსთაველის ქუჩაზე, რომლის რესტავრაციაც მოგეხსენებათ მიმდინარეობს ამჟამად. ამისათვის საჭიროა განცხადების შეტანა მერიაში. იმის დასადასტურებლად კი, რომ მოცემული პროექტის განხორციელებაზე თანახმაა მოსახლეობა გვჭირდება თქვენი ხელმოწერა. 

 გთხოვთ თანხმობა დაგვიდასტუროთ ხელმოწერით!

 


სკოლის მოსწავლეების საინიციატივო ჯგუფი

ვრცლად