საჭიროა 2710 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს პარლამენტი
გაუქმდეს ან შეიცვალოს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის "ფასიანი მომსახურება"!
თბილისის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს ასეთი რაღაც, "ფასიანი მომსახურება" (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
No 33-141
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის
განსაზღვრის წესის შესახებ
მუხლი 6'1. ცხოველების დაჭერა-გაყვანა)
რაც გულისხმობს კერძო ტერიტორიიდან ცხოველის გაყვანას, ანუ, თუ ცხოველი არის კონკრეტული ადამიანის ან კერძო ორგანიზაციის ტერიტორიაზე და ის ვერ ახერხებს გარეთ გამოყვანას, სააგენტო ვალდებულია თანხის სანაცვლოდ დაეხმაროს პირს და ცხოველი გამოიყვანოს შენობიდან. მხოლოდ და მხოლოდ გამოაყვანინოს!
(ამონარიდი მუხლი 6'1 : 3. სააგენტო არ აგებს პასუხს ამ მუხლის საფუძველზე დაჭერილი და ტერიტორიიდან გაყვანილი ცხოველების იგივე ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში და მათი
გაყვანისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.)
რასაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არასწორად აკეთებს, უმეტეს შემთხვევაში ცხოველი გამოყავთ შენობიდან, ისვავენ მანქანაში და შემდეგ სვავენ სხვა მისამართზე, იმის მიუხედავად არის თუ არა ამის საჭიროება, არის თუ არა ცხოველი აგრესიული, ავი და ა.შ
ხშირად გვქონია შემთხვევა, მოხუცი, არააგრესიული, სრულიად უწყინარი ძაღლი, რომელსაც არაერთი ადამიანი უვლის და კვებავს, შესწირვია ამ მომსახურებას.
მოგეხსენებათ, როგორი სტრესია ცხოველისთვის ტერიტორიის შეცვლა, მითუმეტეს როდესაც ის ამას არ საჭიროებს.
გამოდის რომ, ვისაც ძაღლი არ მოსწონს, ფულის სანაცვლოდ შეუძლია უბნიდან მოიშოროს.
ცნობისთვის, კონკრეტულ უბანში, კონკრეტული მიკედლებული,საჭდიანი ძაღლი არის აუცილებელი, რადგან ის იცავს თავის ტერიტორიას სხვა ძაღლებისგან, თუ ერთ ძაღლს უბნიდან ფულის სანაცვლოდ "გავაქრობინებთ" სააგენტოს, უბანში მის მაგივრად მოვა 10 ან მეტი, მეტად აგრესიული, აუცრელი და გაუსტერილებელი ძაღლი.
ცხოველები და ასევე ჩვენ, ცხოველთა მოყვარულები და მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლები ძალიან ვისტრესებით ამ "ფასიანი მომსახურებით", რადგან სხვა უბანში ცხოველის გადასმით როგორც გადასმული, ასევე უბანში დამხვედრი ცხოველი ისტრესება და განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ჩვენ, მათზე მზრუნველი ხალხი განვიცდით მათ ბედს, იმას რომ თავი დავანებოთ, ძაღლების ტერიტორიის დაცვის დროს რომ ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავენ და ეს იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.
ეს მომსახურება არის სასწრაფო წესით ამოსაშლელი დადგენილებიდან,რადგან ეს არის ცხოველისადმი და მასზე მზრუნველი ადამიანისადმი სასტიკი მოპყრობა!
გთხოვთ, რომ განიხილოთ და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.