საკონტაქტო ინფორმაცია
ცირკი ცხოველების გარეშე! აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!

დასრულებული

1002
1000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

ცირკი ცხოველების გარეშე! აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!

                                        ვითხოვთ - აიკრძალოს ცირკში ცხოველების მონაწილეობა!

დღესდღეობით, მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ყველაზე კეთილმოწყობილ პირობებშიც კი, მათ ბუნებრივი ქცევის გამოვლინების საშუალება არ ეძლევათ. მათი გაწვრთნის მთავარი იარაღი შიში და დასჯაა, რომელიც მრავალი ფარული გამოძიებით არის ნაჩვენები. წარმოდგენებისთვის ,,დასწავლილი’’ ქცევა გამოწვეულია დიდხნიანი და ხშირშემთხვევაში, ძალადობრივი წრთვნით. პატარა ცხოველებს თავიდანვე წრთვნიან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ტკივილის მიყენებით, შიმშილობით.

როცა ცხოველები არ გადიან წრთვნას, ისინი მთელ ცხოვრებას იზოლაციაში ატარებენ, გამომწყვდეულნი გალიებში. მოგზაური ცირკების შემთხვევაში, გადასაადგილებლად ცხოველებს პატარა, დახურულ გალიებში დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ყოფნა. დიდხნიანი მგზავრობისას, მათ არანაირ პირობას არ უქმნიან: არ ხდება სანიტარიის ბაზისური წესების დაცვა, ვენტილაცია და ასე შემდეგ. ცხოველები ხშირად სწორედ, გადაადგილების დროს იხოცებიან აუტანელი პირობების შედეგად.

დღესდღეისობით, ცირკი არ თამაშობს არც საგანმანათლებლო, არც კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან როლს და ამ ცხოველების წამება მხოლოდ, ადამიანის რამდენიმე წუთიან გართობას ემსახურება. რა ღირებულება უნდა ჩამოუყალიბოს ცირკში დანახულმა ცხოველმა ბავშვს? ის, რომ ცხოველები მხოლოდ ადამიანთა გართობისთვის არსებობენ.

აუცილებელია, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს ცირკში ცხოველების გამოყენება. აგრეთვე, სახელმწიფო დაეხმაროს ცირკის დასს და ინვესტიცია სწორედ იმ ადამიანებში ჩადოს, რომლებიც ახალ, თანამედროვე, ჰუმანურ ცირკს შექმნიან, რომელშიც ადგილი აღარ ექნება ცხოველთა ექსპლუატაციას.