საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყდეს GWP-ის მიერ ბინის გამქირავებლების ტერორი!!!

საჭიროა 925 ხელმოწერა

75
1000
ადრესატი:
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია

შეწყდეს GWP-ის მიერ ბინის გამქირავებლების ტერორი!!!

თანამოქალაქენო,

არაერთხელ გაშუქდა მედიის საშუალებით, რომ მოქალაქეები წყლის მომწოდებელ კომპანიას GWP-ს მარეგულირებელ კომისიაში უჩივიან. მოქალაქეები რომლებიც ოთახს ან სახლს აქირავებენ GWP ეუბნება, რომ წყლის გადასახადი უნდა გადაიხადონ როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლემა და გაზრდილ ტარიფტან ერთად აკისრებენ ჯარიმას. ტარიფები კი საგრძნობლად განსხვავებულია სამომხმარებლოზე 0.33 ლარი ხოლო, კომერციულზე 4.40 ლარი. აქვე განვმარტოთ, რომ კანონის მიხედვით საყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ხოლო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი გახლავთ ყველა სხვა მომხმარებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა. GWP-ში ამბობენ, რომ მუდმივად ამოწმებენ ბუქინგსა და სხვა საიტებს, სადაც ხდება ბინის გაქირავება და "გამოჭერით" ახდენენ აბონენტების გამოვლინებას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რამდენიმე ადამიანმა GWP-ს უკვე უჩივლა მარეგულირებელ კომისიაში, ხოლო სემეკში ჯერ ვერ აკონკრეტებენ როდის მიიღებს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას. 

ბმული: https://www.youtube.com/watch?v=-y0LdCQ-jVA

ენერგო ომბუცმენი, სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ GWP მოქმედებს არასწორად, რადგან ფიზიკური პირის მიერ ბინის/ოთახის გაქირავებისას საყოფაცხოვრებო მიზანი არ იცვლება.  მაგალითისთვის: გაქირავება ტურისტებზე იგივე იდეის მატარებელია, რაც დიასახლისის მიერ ბინის გაქირავება სტუდენტ გოგოებზე. ხოლო კერძო კომპანიის მიერ მხოლოდ ტურისტული ნიშნით გაქირავებული ოთახების გამოვლენა, მათი დაჯარიმება და არასაყოფაცხოვრებო ტარიფზე გადაყვანა ცალსახად უსამართლობა და დისკრიმინაციაა. GWP მოქმედებს ქაოსურად, არ არის ერთიანი მიდგომა და ერთიანი რეგულაცია, შესაბამისად ამ კოპანიის ქმედება სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს. 

პირველ ნოემბერს ჩანიშნულია შემდეგი სხდომა, რომელიც მარეგულიერებლ კომისიაში სწორედ ამ საკითხზე გაიმართება! ამ პეტიციაზე ხელიმომწერნი მოვითხოვთ, რომ ის ადამიანები რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში აქირავებენ ფართებს, უნდა მოექცნენ ერთიანი რეგულაციის ქვეშ, ისინი უნდა იყვნენ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და გადაიხადონ წყლის სამომხმარებლო ტარიფი!