საკონტაქტო ინფორმაცია
აიკრძალოს საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!

საჭიროა 15966 ხელმოწერა

4034
20000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი

აიკრძალოს საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!

გაცნობებთ, რომ წარმოვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას „მწვანე ინტერნეტი/Green Internet“, რომლის მიზანია ონლაინ სივრცეში არსებული უკანონო კონტენტის დარეგულირება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ბოლო დროის მონაცემებით, არა მარტო საქართველო, არამედ სრულიად ევროპა, ამერიკა და მთელი მსოფლიო დგას რუსული პროპაგანდის საფრთხის წინაშე. სხვადასხვა ქვეყნები სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ კრემლის პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად, რათა არ დაზიანდნენ მათი მოქალაქეები და არ მიიღონ ცრუ (ფეიკ) ინფორმაცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს OK.RU - რეიტინგის მიხედვით, მოხმარების კუთხით, მეხუთე ადგილზეა და VK.COM - ამავე რეიტინგის მიხედვით  მერვე ადგილზეა. აღნიშნულ რეიტინგს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ ორი ონალინ სივრცის მოხმარება, ავტომატურად ნიშნავს იმ დეზინფორმაციის მიღებას, რასაც ზემოთ ხსენებული რუსული პროპაგანდისტული საიტები ავრცელებენ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები და ციფრული მედიის ვებ გვერდები მიკერძოებულად და არაობიექტურად აშუქებენ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ამით ცრუ (ფეიკ) ინფორმაციას ავრცელებენ ინტერნეტის საშუალებით. არის შემთხვევები, როცა მსგავს ვებ გვერდებს ინფორმაციის წყაროდ იყენებს ზოგიერთ ქართული ციფრული მედია. გამომდინარე აქედან, მათ უნებლიედ უხდებათ ცრუ (ფეიკ) ინფორმაციის გავრცელება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც. ყოველივე ეს ძალიან დიდი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ობიექტურ წარმოდგენას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აგრეთვე საფრთხეს უქმნის დასავლური ღირებულებების განვითარებას.

ვფიქრობთ, რომ საქართველომ მყისიერად უნდა გადადგას ნაბიჯი რუსული კრემლის პოლიტიკის გატარების წინააღმდეგ, ღირსეულად უნდა უპასუხოს ოკუპანტი ქვეყნის საინფორმაციო პროპაგანდის მცდელობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩვენი მხრიდან ისეთივე ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს, როგორიც ჩვენ მეგობარ უკრაინის სახელმწიფოს ჰქონდა: „უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთელს უკრაინაში დაწესდა სანქციები 100-ზე მეტი რუსული ვებ გვერდის წინააღმდეგ. პრეზიდენტის განკარგულება „ვკონტაქტეს“, „ოდნოკლასნიკის“, „იანდექსისა“ და „მეილ.რუს“ აკრძალვის შესახებ, 2018 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე. მასში აღნიშნულია, რომ საინტერნეტო საიტები „შეიზღუდება“ ან „დაიბლოკება“ სამი წლის ვადით. განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის ეს ნაბიჯი პასუხია უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზე“.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  გთხოვთ, საქართველოში აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!

რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდების ჩამონათვალი ორგანიზაციამ „მწვანე ინტერნეტი/Green Internet“ უკვე მიაწოდა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს.