საჭიროა 1914 ხელმოწერა
86
2000
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს სახალხო დამცველი
თავისუფლება აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას!
მიმდინარე წლის 23 იანვარს ქ. თბილისში, კ. კეკელიძის №1-ში, მობინადრეთა გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონფლიქტს.
ახალგაზრდების ნაწილი შეეცადა აღნიშნული პროცესის შეჩერებას. არიან დაკავებულები, მათ შორის, ისტორიის დოქტორი, თსუ მოწვეული ლექტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მატერიალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩიქობავა.
აკაკი ჩიქობავა ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერია. ის არის რამდენიმე მონოგრაფიისა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მას მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მან ასევე გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომები უცხოურ ენაზე. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მისი საავტორი საგნები ჩართულია თსუ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში, აგრეთვე ის ხელმძღვანელობს სტუდენტებს - საბაკალავრო და საკონფერენციო ნაშრომების მომზადების პროცესში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიის დოქტორი აკაკი ჩიქობავა, როგორც ლექტორი, დიდი ავტორიტეტით, პატივისცემითა და პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და კოლეგებს შორის.
აკაკი ჩიქობავას მოწყვეტა სამეცნიერო-აკადემიური სივრციდან და ასევე სასწავლო პროცესიდან დამაზიანებელი იქნება როგორც ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცისთვის, აგრეთვე თავად აკაკი ჩიქობავასთვის, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარისთვის.
მხარს ვუჭერთ ჩვენს მასწავლებელს, კოლეგას, მეგობარს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორს – აკაკი ჩიქობავას. ის ძალადობრივი გამოსახლების დროს დააკავეს.
შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. 2 პირი, მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავეს. პროკურატურა მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი. გიორგის საკვლევი თემა გერმანიაში ქართველი მიგრანტების რთულ ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად მან, როგორც წარჩინებულმა დოქტორანტმა, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო შესაძლებლობა, საველე კვლევა გერმანიაში ჩაეტარებინა.
თავისუფლება აკაკი ჩიქობავას!
თავისუფლება გიორგი ხასაიას!