საჭიროა 999936 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- თბილისის საკრებულო
- თბილისის მერია
აიკრძალოს პიტარდების, ფოიორვერკების, და სხვა ტიპის (საზეიმო) ასაფეთქებელი პიროტექნიკის შემოტანა, წარმოება და რეალიზაცია!
აიკრძალოს პიტარდების, ფოიორვერკების, და სხვა ტიპის ასაფეთქებელი პიროტექნიკის შემოტანა, წარმოება და რეალიზაცია!
მოცემულობა
განსაკუთრებით საახალწლო დღეებში ყოველწლიურად პიროტექნიკის არასწორი და გაუფრთხილებლობით გამოყენების გამო ფიქსირდება დაახლოებით 500-600 დაზიანების შემთხვევა და სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვიანობა, ხოლო აქედან მინიმუმ 10 შემთხვევა არის განსაკუთრებით მძიმე რომელიც კიდურის, თითების, ან თვალის ამპუტაციით სრულდება. გარდა ამისა ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პიროტექნიკა იწვევს ხანძარს, აზიანებს შენობებს და ავტომობილებს.
დამატებით პიროტექნიკის ნამწვი აზიანებს ეკოლოგიას, აუარესებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.
არაპირდაპირი კავშირი
საახალწლო დღეებში ფოირვერკის გაშვების ხმა ნიღბავს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმას და რიგი მოქალაქეები სარგებლობენ ამ გარემოებით და ახდენენ უკანონო გასროლას და არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. ყოველწლიურად საახალწლო დღეებში ერთი ადამიანი მაინც ეწირება ცეცხლსასროლი იარაღიდან ბრმა ტყვიას.
პიროტექნიკის მეშვეობით შესაძლოა შეიქმნას ყურადღების გადასატანი კერები და შეინიღბოს მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობის, საშუალების გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას/ებში რაც დიდ ადამიანურ და მატერიალურ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქებში 11:00 საათის შემდეგ აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება, მაგრამ როგორც წესი რეგულაცია უგულებელყოფილია მოქალაქეების მხრიდან.
მიზანშეწონილია
აიკრძალოს ყველა ტიპის პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია.
საქართველოში არ ხდება პიროტექნიკის წარმოება შესაბამისად არც სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე არ წარმოიქმნება.
თითქმის არ არსებობს მხოლოდ პიროტექნიკის სარეალიზაციო პუნქტები და შერეული ტიპის მაღაზიებში/დახლებზე ხორციელდება რეალიზაცია, რაც აგრეთვე დიდ წილად გამორიცხავს სამუშაო ადგილების დაკარგვას. მხოლოდ შემომტან ფირმებს და კომპანიებს ექმნებათ პრობლემა და შესაძლოა მიეცეთ პერიოდი უკვე არსებული მარაგების რეალიზაციის რათა მატერიალური ზარალი არ განიცადონ.
პიროტექნიკის დაკვეთით დიდი ღონისძიებებისთვის გამოყენების უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს უნდა მიეცეთ, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან გახარჯულ მასალაზე, თავად მოახდენენ სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვა-გამართვას. შესაბამისად გამოირიცხება პიროტექნიკის-მასობრივი გავრცელება; არაკომპეტენტური პირის მიერ გამოყენება, რაც შემდგომ გართულებებს მინიმუმამდე დაიყვანს; მოხდება ასაფეთქებელი და ცეცხლსაშიში მასალებისა და ნივთიერებების სათანადო აღრიცხვა/შენახვა.
გიორგი მკურნალიძე
2021 წლის 16 დეკემბერი