საჭიროა 839 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ქართული მიწა ემიგრანტებს !
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს,
ჩვენ, წინამდებარე პეტიციაზე ხელმომწერნი, მოგმართავთ თხოვნით, რათა განიხილოთ საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა - ,,ქართული მიწა ემიგრანტებს’’ და შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლის გზით აამოქმედოთ, როგორც პროექტი, უცხო ქვეყანაში მყოფი 1 700 000-მდე თანამემამულის მიმართ.
ჩვენ, თითოეული ხელმომწერი, ვიზიარებთ ინიციატივის არსს, რომლის მიზანია უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გარკვეული, გონივრული პირობების დადგენით შეთავაზებულ იქნას მიწის ნაკვეთები შეღავათიან ფასად და ყველა შემძენი პირი 10 წლის ვადით გათავისუფლებული იქნას ყველა გადასახადისგან.
მიგვაჩნია, რომ ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი სტატუსისა, არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ ქვეყანაში ნებისმიერი ტიპის ქონების შეძენა-განკარგვის უფლება და გთხოვთ, განახორციელოთ იმგვარი საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულს.
ვიზიარებთ საინიციატივო ჯგუფის მოსაზრებას, რომ საქართველომ უნდა მოამზადოს ნიადაგი უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დასაბრუნებლად.
#comebacktogeorgia !
https://www.facebook.com/comebacktogeo
პატივისცემით,