საკონტაქტო ინფორმაცია
ახალ სტუდენტურ ბარათს გამოეყოს სამგზავრო ჩიპი (როგორც მანამდე იყო)

საჭიროა 9987 ხელმოწერა

13
10000
ადრესატი:
  • საქართველოს ბანკი

ახალ სტუდენტურ ბარათს გამოეყოს სამგზავრო ჩიპი (როგორც მანამდე იყო)

2016 წლის 16 ოქტომბრიდან "სს საქართველოს ბანკმა" დაიწყო განახლებული სტუდენტური ბარათების დარიგება. ძველი სტუდენტური ბარათისგან განსხვავებით ახალ ბარათში გაერთიანდა სამგზავრო და სადებეტო/საკრედიტო ბარათის ფუნქციები. დაემატა ქულების დარიცხვის სისტემაც. როგორც იცით ძველ სტუდენტურ ბარათს სამგზავრო ჩიპი ცალკე ჰქონდა და მგზავრობის დროს სარგებლობისას ჩანდა სამგზავრო ბარათზე რა თანხა იყო დარჩენილი. ახალ სტუდენტურ ბარათს ეს ფუნქცია არ აქვს, არ ჩანს რამდენი დაგვრჩა ანგარიშზე, ასევე ანგარიშიდან დროულად არ ხდება თანხის ჩამოჭრა და ყურადღებას თუ არ მივაქცევთ და ჩვენ თვითონ არ დავითვლით თანხას შესაძლებელია ბარათის მინუსში გადასვლა. რის შედეგადაც მეორე დღისთვის ბარათი ავტომატურად იბლოკება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ ახალ სტუდენტურ ბარათს ცალკე გამოეყოს სამგზავრო ჩიპი.