საკონტაქტო ინფორმაცია
მოეწყოს გენერალი გიორგი კვინიტაძის საფლავი ისე, როგორც ის იმსახურებს

საჭიროა 4998 ხელმოწერა

2
5000
ადრესატი:
  • თბილისის მერია

მოეწყოს გენერალი გიორგი კვინიტაძის საფლავი ისე, როგორც ის იმსახურებს

ეს იმ დიდი გენერლის საფლავია, რომელიც წინ უძღვებოდა ქართულ ჯარს და უკანასკნელი ძალებით ებრძოდა ბოლშევიკურ არმიას.
 
2021 წლის 26 მაისს, დიდი აღფრთოვანებით ვიდექი მისი ჩამოსვენების ცერემონიაზე, მაგრამ დიდის ამბებით დაკრძალული გენერალი დღემდე უსაფლავოდაა.

აქ, მთაწმინდის პანთეონში, ყოველდღე ხალხი ამოდის და ისე ჩაუვლიან ამ დიდ ადამიანს არც კი იციან ვინ ასვენია.

გვყავს ჯაბა იოსელიანი პანთეონში, გენერალ კვინიტაძეს კი მიწაყრილის და ერთი დაწნული ჯვრის ანაბარა ვტოვებთ.
ეს ფაქტი ქართველობის, ტრადიციის, ქართული ისტორიის და წარსულის უდიდესი შეურაცხყოფაა

მოვითხოვთ, მინიმუმ პასუხი გაგვცენ კომპეტენტურმა პირებმა რატომ არის გენერლის საფლავი 10 თვის თავზე ისევ მიტოვებული?

 


ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების მოყვარული. სამხედრო ისტორიის ენთუზიასტი. პოლიტიკური ისტორიის ენთუზიასტი.

ვრცლად