საჭიროა 19993 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- ფინანსთა სამინისტრო
მოხდეს საზღვარგარეთიდან გამოწერილ ნივთებზე 300 ლარის ნაცვლად, 600 ლარზე განბაჟება
ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, გვსურს შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები ნორმალურ ფასად, მაგრამ 300 ლარიანი ზღვარის გამო იაფი აღარ გამოდის და ვეღარ ვახერხებთ შეძენას. ვითხოვთ ზღვარის აწევას. ყველა თქვენგანმა, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში.
300 ლარიანი ზღვარის აწევა არ გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეშლას, როგორც ამას მთავრობა იძახის და ამ მიზეზით არ სურს ზღვარის აწევა
1. მცირე ბიზნესის გავითარებას სწორედაც ბაჟის არსებობა უშლის ხელს, რომელიც მცირე ბიზნესმენს იძულებულს ხდის ელემენტარული, მიზერული საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი გასწიოს ზომაზე დიდი ხარჯი, რითაც იზრდება, როგორც პროდუქციის ფასი, ისე ბიზნესის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკები, რითაც მცირე ბიზნესმენს რეალურად ეკარგება სურვილი რაიმეს წამოწყების;
2. საშუალო და დიდი ბიზნესისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდების მიერ შემოტანილი შემოტანილი საქონელი, რომელთა მოცულობა საკმაოდ მცირეა
3. დოლარის მომატებამ ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაართულა ეს პრობლემა, ადრე თუ 160-170 $ ის ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი ახლა, 115 $ ზემოთ უკვე გიწევს განბაჟება;
4. ზღვარის აწევა, გაზრდის საქონლის მრავალფეროვნებას და გააძლიერებს კონკურენციას, რაც დაარეგულირებს ფასებს და ხარისხს, ვფიქრობთ ეს მისაღებული უნდა იყოს ხელისუფლებისათვის
5. ჩვენ, არ ვითხოვთ, ბაჟის საერთოდ გაუქმებას, მოხდეს დაწესებული 300 ლარიანი ზღვარის აწევა. 300 ლარიანი არსებული ზღვარის აიწიოს 600 ლარამდე, ( 2009 წლის აგვისტომდე ზღვარი იყო 1500 ლარი)
6. ზღვარის აწევა 600 ლარამდე ხელსაყრელია მთავრობისთვისაც, ეს გამოიწვევს გარკვეულ პროდუქტებზე (მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების კლებას და გარკვეულწილად დააბალანსებს ლარის დევალვაციით გამოწვეულ ფასების