საკონტაქტო ინფორმაცია
 სოფელ სნოში არ დაიგოს ასფალტის საფარი, მოინახოს ალტერნატივა

საჭიროა 808 ხელმოწერა

192
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობას საქართველოს მოქალაქეებს
  • საქართველოს მთავრობა

სოფელ სნოში არ დაიგოს ასფალტის საფარი, მოინახოს ალტერნატივა

 

 სოფელ სნოში არ დაიგოს ასფალტის საფარი, მოინახოს ალტერნატივა

 

საქართველოს მთავრობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრს - მამუკა ბახტაძეს 
სახელმწიფო რწმუნებულს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და  ყაზბეგის  მუნიციპალიტეტებში გუბერნატორ  -  შალვა კერესელიძეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ​

საქართველოს მოქალაქეებს

 

       ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, რაც ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. სოფელი სნო  გვიანი შუა საუკუნეების სოფელია,  რაც  სოფლისადმი  განსაკუთრებულ  დამოკიდებულებას უნდა გულისხმობდეს. დღეისათვის სოფლის მთავარ ქუჩაზე არსებული ქვაფენილი უდაოდ საჭიროებს შეცვლას და ეს მოსახლეობის სურვილია.  თუმცა, ეს არ უნდა გულისხმობდეს ასფალტის საფარის დაგებას. არსებობს სხვა ალტერნატივაც − იქნება ეს  კარგი ხარისხის ქვაფენილი თუ უბრალოდ კარგად  დაგრუნტილი გზა.

       სოფელ სნოში XVI-XVII-ის ციხეკოშკთან ერთად შემოინახა გვიანი შუა საუკუნეების საცხოვრებელი სახლები. სოფელი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, აქ  შემონახულია ტრადიციული მთის საცხოვრებელი  ე.წ. ბანიანი სახლები, ღობეები, სამეურნეო ნაგებობანი, რომლეთა სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ფიქალის ქვა − ჭაჭი. ყოველივე ეს სოფელს გამორჩეულსა და განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის,  რაც ბოლო დროს ტურისტების განსაკუთრებით დიდ  რაოდენობაზეც აისახება.

     ყოველივე ზემოთქმული გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სოფელს (მის ძირითადი ბირთვს) გააჩნია პერსპექტივა, რათა სამომავლოდ დადგეს საკითხი  სოფლისათვის შესაბამისი კატეგორიის სტატუსის მინიჭებისა.  ამისათვის საჭიროა დაცული იქნას მისი ავთენტურობა, ისტორიული განაშენიანება და ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს დაცვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სოფლის ქუჩების  ასფალტის საფარით დაფარვა, რაც  სამომავლოდ ხელს შეუშლის სოფელს ზემოთ ხსენებული კატეგორიების დაკმაყოფილებას. (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ/ კარი I. ზოგადი დებულებანი, მუხლი 1. კანონის მიზანი/1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე)

     გარდა ამისა, სპეციალისტებით თქმით, სოფლის ვიწრო ქუჩებში აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისას შესაბამისი ტექნიკის მუშაობა თავისთავად  გამოიწვევს  ძველი შენობების დაზიანდებას.

        მოვითხოვთ, ასფალტის საფარის ჩანაცვლებას ხარიხიანი ქვაფენილით ან დაგრუნტილი გზით.

 

 2018 წლის 8 სექტემბერი