დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს სახალხო დამცველი
- საქართველოს პარლამენტი
წარადგინეთ საზოგადოების ინტერესების დამცველი კანდიდატურა!
მიმართვა - პეტიცია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ ირაკლი კობახიძეს;
საქართველოს სახალხო დამცველს,
ქალბატონ ნინო ლომჯარიას
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ წევრთა შესარჩევად მიმდინარე კონკურსს უპრეცენდენტოდ დიდი ინტერესი და ვნებათა ღელვა ახლავს.
გაჩნდა რეალური შანსი, რომ საბჭო მართლაც ღირსეული წევრებით შეივსოს.
თქვენც გეძლევათ შანსი, ამჯერად, ყოველმხრივ ღირსეული კანდიდატურის წარსადგენად.
ჩვენი ღრმა რწმენით, სახალხო დაცველის მიერ შერჩეული კანდიდატი სამეურვეო საბჭოში ჭეშმარიტად, ხალხის წარმომადგენელი, საზოგადოების ინტერესების დამცველი უნდა იყოს.
სწორედ ამ რწმენით გთავაზობთ ნამდვილი პროფესიონალისა და სამაგალითო მოქალაქის იოსებ(სოსო) ჭუმბურიძის კანდიდატურას.
იოსებ ჭუმბურიძე აღიარებული ჟურნალისტი და მედიამკვლევარია, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, მრავალი წიგნისა და გამოკვლევის ავტორი, შესანიშნავი ოჯახის თავკაცი... ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, მის აზრს პატივისცემით ეპყრობიან და ითვალისწინებენ ქართული განათლების, მეცნიერების, ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები.
მას შეუძლია, პროფესიული სიღრმით გააანალიზოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი პროდუქციაც და, იმავდროულად, მიუკერძოებლად და პრინციპულად შეაფასოს მენეჯმენტის საქმიანობაც.
ჩვენს მომართვა - პეტიციას, ხელმოწერების სანაცვლოდ, დავურთავთ გამოხმაურებებს, რომლებიც სოციალურ ქსელში იოსებ ჭუმბურიძის კანდიდატურის დასახელებას მოჰყვა, რაც უეჭველად დაგარწმუნებთ ყოველივე ზემოთქმულის ჭეშმარიტებაში.
ეს მართლაც არის ხალხის ხმა, რომელიც სახალხო დამცველმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
გვჯერა, ასეც იქნება.
წარადგინეთ იოსებ ჭუმბურიძის კანდიდატურა და გარწმუნებთ, რომ ის საზოგადოებისა და თქვენს ნდობას აუცილებლად გაამართლებს.
საინიციატივო ჯგუფის სახელით:
ვახტანგ დავითაია -არიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი;
ანზორ ერქომაიშვილი- საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი;
რობერტ სტურუა- რეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი;
ჯამლეტ ხუხაშვილი-სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე;
ჯემალ ქირია, მათემატიკის დოქტორი, პროფესორი;
ვიანორ ახალაია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თამარ თათარაშვილი-საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი;
ნატო კორსანტია-ჟურნალისტი, პუბლიცისტი, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი;
მარინე ტურავა- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ელგუჯა მარღია- პოეტი, ჟურნალისტი, მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიის ლაურეატი, ,,საბას’’ ნომინანტი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პრემიის, თბილისის მერიისა და საკრებულოს პრემიების ლაურეატი და ფინალისტი;
სულ 147 ხელმოწერა