საკონტაქტო ინფორმაცია
გავერთიანდეთ ქუთაისში მიუსაფარი  ცხოველების გადასარჩენად

საჭიროა 937 ხელმოწერა

63
1000
ადრესატი:
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

გავერთიანდეთ ქუთაისში მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად

ქალაქ ქუთაისში  ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას უკვე წლებია, მიუსაფარი ცხოველების თემა წარმოადგენს.

ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ სადმე ვიწრო მოსახვევებში, უთუოდ შეხვდებით უპატრონო ცხოველებს, რომლებიც ლუკმა-პურის ან თავშესაფრის საპოვნელად საკმაოდ მძიმე გზას გადიან.
ყოველდღიურად ვხვდებით მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის ქუჩების ბუნებრივ ნაწილადაა უკვე ქცეული, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ მათ ბედსა და მომავალზე.
საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და ბევრი ასპექტი აქვს, მათ შორის ორი უმთავრესი _ მოქალაქეებისა და თავად ცხოველების უსაფრთხოების დაცვა.  

ადგილობრივ  თვითმმართველობას კი, ბიუჯეტიდან  თანხა, მხოლოდ თავშესაფარისთვის აქვს გამოყოფილი, 350 000 ლარი.

ამრიგად, მოვითხოვთ, ქუთაისის მერიამ წარადგინოს  გეგმა, თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს საკითხის მოსაგვარებლად და ასევე 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ცალკე პუნქტად  განისაზღვროს თანხა, მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად.