საჭიროა 66 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ბინა ლელას ნინკასთვის
ძალიან დილა მშვიდობის!
ასე იწყებოდა დედაჩკას ბევრისთვის ცნობილი რუბრიკა ფეისბუქში, რომელმაც დიდი სიყვარული დაიმსახურა საზოგადოებაში...მას არ მიეცა საშუალება სიცოცხლეში ასე მისალმება საკუთარი სახლის აივნიდან... ვფიქრობ, რომ მისი 17 წლიანი დიპლომატიური საქმიანობით ლელა ანჯაფარიძემ დაამტკიცა ის, რომ იყო თავისი ქვეყნის ერთგული პატრიოტი. თუმცა იმ ქვეყნად დარდად გაყვა ის, რომ ვერ მოახერხა "ძალიან დილა მშვიდობისა" საკუთარი ბინის აივნიდან ეხარა.
ბევრი ინიციატივა მოყვა ლელას გარდაცვალევის შემდეგ ჩვენთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის, ბინის ყიდვაში დახმარებაში, მათ შორის, თანხის შეგროვება. სამწუხაროდ, შეგროვილი თანხა გირით გადასვლაში ვერ დაგვეხმარა და უსევ ქირის გადახდაში დაიხარჯა.
დღეს დღეობით, ლელას 11 წლის ანდრიას გარდა კიდევ ერთი შვილიშვილი ყავს - 4 თვის გეგა, და მათი ფეხზე დაყენება დღეიდან მომიწევს მარტო. გთხოვთ, არ დაიზაროთ, დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა. იქნებ, საოცრება მოხდეს და გვაჩუქონ ბინა!